შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში მცენარეთა დაცვის საშუალებების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტები გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში მცენარეთა დაცვის საშუალებების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტები გამოავლინა

/ გამოვლენილი დარღვევები

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის  ინსპექტორებმა, არაგეგმური შემოწმების ფარგლებში, პესტიციდების და აგროქიმიკატების არარეგისტრირებული სარეალიზაციო ობიექტები  გამოავლინეს. 
მარნეულის მუნიციპალიტეტში ინდივიდუალური მეწარმეები ზ.ი.( სოფ. ენიქენდი) და ე. ნ. (სოფ. კირიხილო) მცენარეთა დაცვის საშუალებების რეალიზაციას   სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდნენ. კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას. ბიზნესოპერატორები  დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.  
ფერმერების ინტერესების დაცვისა და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს  აქტიურ კონტროლს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს საქმიანობა კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელონ.