სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

იმერეთში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შედეგები განიხილეს

იმერეთში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შედეგები განიხილეს

/ აზიური ფაროსანა

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის შედეგები და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს  ქუთაისში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე,  რომელშიც სურსათის ეროვნული სააგენტოსა და მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის შტაბის წარმომადგენლები და იმერეთის რეგიონის  სოფლების  რწმუნებულები მონაწილეობდნენ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ და საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა ლაშა შალამბერიძემ მავნებელთან ბრძოლის შედეგებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს და სოფლების რწმუნებულებისგან მოისმინეს ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ. შეხვედრას იმერეთში  სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი ესწრებოდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მავნებლის საწინააღმდეგო წამლობითი სამუშაოები  პირველ  ეტაპზე შედეგიანი აღმოჩნდა და  ღონისძიებების მეორე ეტაპზეც სახელმწიფო სამსახურები კოორდინირებულად იმუშავებენ