სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

ჟურნალისტები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს სამეგრელოს რეგიონში გაეცნენ

ჟურნალისტები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს სამეგრელოს რეგიონში  გაეცნენ

/ სააგენტოს სიახლე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სამეგრელოს რეგიონში  მედიატური გაიმართა. მედიასაშუალებების წარმომადგენლები აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას  და არსებულ ვითარებას გაეცნენ.   
სამდღიანი მედიატურის ფარგლებში, ჟურნალისტებმა მოინახულეს აბაშის მუნიციპალიტეტში არსებული საკოორდინაციო შტაბი, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროს მიერ შემუშავებული სქემით უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. სურსათის ეროვნული სააგენტოსა და შტაბის  ხელმძღვანელებისაგან ჟურნალისტებმა მოისმინეს ინფორმაცია მავნებლის მონიტორინგის შედეგების შესახებ, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით  მიმდინარეობს და მონაცემები ყოველდღიურ რეჟიმში განახლებადია. ქვეყნის ტერიტორიაზე (მათ შორის აღმოსავლეთ საქართველოში), დამონტაჟებულია 9 ათასამდე  მონიტორინგის სისტემა. დღეს   არსებული შედეგებით, მავნებლის გავრცელების გეოგრაფია არ გაზრდილა და კვლავაც სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონების და აჭარის ტერიტორიაზე ფიქსირდება. მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, მიმდინარეობს შეწამვლითი ღონისძიებები.
მოსახლეობის ოპერატიულად ინფორმირების მიზნით, ამოქმედებულია სატელეფონო გზავნილების სისტემა, რომლის მეშვეობითაც დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება ადგილობრივ თვითთმართველ ერთეულებს,  მუშაობს ცხელი ხაზი. 
მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს მავნებელთან ბრძოლის ტექნიკური საშუალებები და აღჭურვილობა. მიმდინარე  წელს, მობილიზებულია  150 ერთეული მაღალი გამავლობის ტექნიკა, რაც  შარშანდელთან შედარებით გაათმაგებულია. 
მედიატური ფარგლებში ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ მეთხილეთა ასოციაციაში შეხვედროდნენ ადგილობრივ ფერმერებს  და მოესმინათ ინფორმაცია დარგში არსებულ ვითარებაზე. ფერმერებმა ხაზგასმით  აღინიშნეს, რომ აზიური ფაროსანას გავრცელება  წელს მნიშვნელოვნად არის შემცირებული. 
მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს ასევე ეგრეთ წოდებული ანჯელის მასივის საყანე ფართობებში მიმდინარე მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლითი სამუშაოები