საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

იმერეთში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობა განიხილეს

იმერეთში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობა  განიხილეს

/ აზიური ფაროსანა

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ ჩატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მორიგი საინფორმაციო  შეხვედრა გაიმართა ქუთაისში, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის შტაბის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის   მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აღინიშნა, რომ ინტენსიური შეწამვლითი ღონისძიებების შედეგად მავნებლის პოპულაცია შემცირებულია. „ მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები, სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სტრატეგიის შესაბამისად, ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შევამციროთ სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება და ზარალი. ამ პროცესში მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა“, - განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება და აქტიურად მიმდინარეობს სამეგრელოს, გურიის, იმერეთის რეგიონებსა და აჭარაში. თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავებულია 309 ათასამდე ჰექტარი, სატრაქტორე აგრეგატით - 10 ათასამდე ჰექტარი საყანე ფართობი, „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების გამოყენებით (ცივი შესხურებით) -18 ათასზე მეტი ჰექტარი.