სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

მიმდინარე წელს ქართული წარმოშობის თხილში აფლატოქსინების შემცველობაზე ევროკომისიის სწრაფი განგაშის სისტემით (RASFF) საქართველომ 6 შეტყობინება მიიღო

მიმდინარე წელს ქართული წარმოშობის თხილში აფლატოქსინების შემცველობაზე ევროკომისიის სწრაფი განგაშის სისტემით (RASFF) საქართველომ 6 შეტყობინება მიიღო

/ სურსათის უვნებლობა

თხილის  ხარისხისა და უვნებლობის მაჩვენებლების უზრუნველყოფის მიზნით,  ბოლო წლებში კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა. 
2016 წლის ივნისიდან ამოქმედდა თხილის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც  თხილის ექსპორტის, იმპორტის, ხარისხისა და ეტიკეტირების საკითხებს არეგულირებს. 
2017 წელს შეტანილი ცვლილებების მიხედვით, 2018 წლიდან  ბიზნესოპერატორი, რომელიც ექსპორტისთვის გადამუშავებულ თხილსა და თხილის  გულს ამზადებს, ვალდებულია დანერგოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP – Hazzard Analysis and Critical Control Points) პრინციპებზე დაფუძნებული სისტემა, რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტო აკონტროლებს. 
აკრედიტებული ლაბორატორია იკვლევს საექსპორტოდ განკუთვნილი თხილის ნიმუშებს უვნებლობის სხვადასხვა მაჩვენებელზე, მათ შორის მიკოტოქსინებზე (აფლატოქსინი) და გადამუშავებულ თხილს არადეკლარირებული მიწის თხილის შემცველობაზე. თხილის დაბინძურება აფლატოქსინებით შესაძლებელია გამოიწვიოს ასევე ტრანსპორტირებისას  არასათანადო პირობებმა. მნიშვნელოვანია აგროღონისძიებების დროულად და სწორად ჩატარება, შესაბამისი წესების დაცვა მოკრეფის, დასაწყობების და შრობის პროცესში.   თხილს აფლატოქსინების შემცველობაზე იკვლევს მიმღები ქვეყანაც და აღმოჩენის შემთხვევაში, აგზავნის შეტყობინებას ევროკომისიის სწრაფი განგაშის სისტემით (RASFF). უნდა აღინიშნოს, რომ ქართული წარმოშობის თხილში მეორე წელია არ დაფიქსირებულა არადეკლარირებული მიწის თხილის შემცველობა. 
საქართველომ 2016-17 წლებში თხილში აფლატოქსინების შემცველობაზე ევროკომისიის სწრაფი განგაშის სისტემით (RASFF) მიიღო 9-9,  ხოლო 2018 წელს 6 შეტყობინება. ევროკომისიის სწრაფი განგაშის სისტემით (RASFF)  შეტყობინებები  თხილში აფლატოქსინების შემცველობაზე  ყოველწლიურად ეგზავნება თხილის მწარმოებელ სხვა ქვეყნებსაც, მათ შორის ისეთ მსხვილ მწარმოებლებს, როგორებიცაა თურქეთი და იტალია (ევროკომისიის სწრაფი განგაშის სისტემით (RASFF)   თურქეთმა 2016 წელს თხილსა და კაკლოვან კულტურებში (თხილი, მიწის თხილი, ფსტა, ნუში) აფლატოქსინების შემცველობაზე ევროკომისიის სწრაფი განგაშის სისტემით (RASFF) მიიღო 74 შეტყობინება, აქედან 37 შემთხვევა აღინიშნა თხილში. იტალიამ 2016 წელს თხილსა და კაკლოვან კულტურებზე მიიღო 58 შეტყობინება.