სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

ახალი წლის დღეებში ხორცპროდუქტების გაზრდილი მოხმარების გამო, სურსათის ეროვნული სააგენტო

ახალი წლის დღეებში  ხორცპროდუქტების გაზრდილი მოხმარების გამო, სურსათის ეროვნული სააგენტო

/ სააგენტოს სიახლე

ახალი წლის დღეებში ხორცპროდუქტების გაზრდილი მოხმარების გამო, სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ საეჭვო ადგილებში ხორცისა და ხორცპროდუქტების შეძენისაგან.

ხორცის შეძენისას, მომხმარებლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ პროდუქტის ეტიკეტს, რომელზეც დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: 

ქვეყნის დასახელება (სადაც მდებარეობს სასაკლაო), სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი (სადაც დაიკლა ცხოველი);

ასევე, ხორცის დამზადების თარიღი და საათი;

თუ ხორცი მიღებულია საქართველოში დაბადებული, გაზრდილი ცხოველისგან („წარმოშობა − საქართველო“), ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს ცხოველის საიდენტიფიკაციო საყურე ნიშნის ნომერი; 

თუ ხორცი იმპორტირებულია, ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს იმპორტიორი ქვეყნის დასახელება;

სხვადასხვა წარმომავლობის ხორცი (საქონელი, ცხვარი, ღორი, თხა, ფრინველი) მაცივარში განცალკევებით უნდა იყოს განთავსებული.

ასევე, ცალ-ცალკე უნდა განთავსდეს სხვადასხვა ქვეყნიდან (ბრაზილია, უკრაინა და სხვა) იმპორტირებული ხორციც. 

ხორცი უნდა ინახებოდეს სუფთა, დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით, რომელიც განსაზღვრულია 2-დან 6-გრადუსამდე, ხოლო, შენახვის ვადაა 48 საათი. 

ეტიკეტი გამოკრული უნდა იყოს, მომხმარებლისათვის თვალსაჩინო ადგილზე.


 

დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ საქართველოს მთავრობის 118-ე დადგენილება.