შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი შემუშავდა

სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და  აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი შემუშავდა

/ სააგენტოს სიახლე

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოს ხელმძღვანელს გოშგარ თაჰმაზლის შეხვდა. ბაქოში კოლეგებმა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის მიმართულებებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ერთობლივი ღონისძიებების მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებასა და ტრანსსასაზღვრო მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლაში. 
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ახალ გამოწვევებთან გასამკლავებლად მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება და ინსტიტუციური კავშირების გაძლიერება. „შემუშავდა მემორანდუმი, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, ერთად ვებრძოლოთ როგორც მცენარეთა მავნებლებს, ასევე ცხოველთა გადამდებ ინფექციურ დაავადებებს“, - განაცხადა გიორგი იაკობაშვილმა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი იაკობაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად იმყოფებოდა.