სამტრედიაში ცხოველების სტერილიზაცია-ვაქცინაცია-იდენტიფიკაციის კამპანია პოლონელ ვეტერინარებთან ერთად ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრის ჩართულობით მიმდინარეობს
/ ვეტერინარია
18-24 აპრილს, საერთაშორისო ვეტერინარული კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პოლონელი ვეტერინარები სტუმრობენ. კამპანიის ფარგლებში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია 500-მდე ცხოველის (ძაღლი, კატა) სტერილიზაცია-კასტრაცია, ვაქცინაცია და იდენტიფიკაცია. ღონისძიებების განხორციელების პროცესში ჩართულია ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი. ვეტერინარული პროცედურები უტარდებათ როგორც პატრონიან, ასევე მიუსაფარ ცხოველებს (ძაღლი, კატა). აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს ცხოველთა უკონტროლო გამრავლების პრევენციას, დაავადებების გავრცელების შემცირებას, ცხოველთა კეთილდღეობის უზრუნველყოფასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას. აღნიშნული კამპანია, პოლონელი ვეტერინარების მონაწილეობით, საქართველოში უკვე მეორედ ტარდება.