შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში ხორცპროდუქტების შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში ხორცპროდუქტების შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა

/ გამოვლენილი დარღვევები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში ხორცპროდუქტების შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა
სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის შედეგად, ხორცპროდუქტების შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოვლინეს. 
ფიზიკური პირი ვ. მ. (მის: გორის რაიონი, სოფ. დიდი გარეჯვარი) აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა. ამავდროულად, ობიექტზე  კრიტიკული შეუსაბამობებიც დაფიქსირდა . 

ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. 
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები და  არ აწარმოონ სურსათი რეგისტრაციისა და აღიარების მინიჭების გარეშე.