სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში ყველის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინა
/ გამოვლენილი დარღვევები
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ყველის შესაბოლი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. ფიზიკური პირი მ. უ (მის: ქ. თბილისი, გიორგი ჩუბინაშვილის ქუჩა N56) საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე.
არაგეგმური ინსპექტირების შედეგად, ობიექტზე აღმოჩნდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, ჰიგიენური ნორმებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა. ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.