გურჯაანის აგრარულ ბაზარში ხორცის და ყველის განყოფილებებს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
/ გამოვლენილი დარღვევები
სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონულმა სამსახურმა გურჯაანის აგრარულ ბაზარში არსებულ ხორცის და ყველის განყოფილებებს საწარმოო პროცესი შეუჩერა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა აგრარულ ბაზარში ჩატარებული შემოწმების შედეგად , კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ყველის და ხორცის განყოფილებებს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორებისთანავე აღუდგება. აგრეთვე, გადამოწმებისას, მითითებების შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდა თელავის აგრარული ბაზარი.