სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

შეხვედრა ვეტპრეპარატების მწარმოებლებთან და იმპორტიორებთან.

შეხვედრა ვეტპრეპარატების მწარმოებლებთან და იმპორტიორებთან.

/ სააგენტოს სიახლე

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნების სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა და ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ექსპერტებმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს "ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაციის, წარმოების ავტორიზაციისა და კონტროლის წესი“ გააცნეს.

შეხვედრას ვეტპრეპარატების მწარმოებლები და იმპორტიორები ესწრებოდნენ. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ვეტერინარული პრეპარატების ეროვნული რეჟიმით რეგისტრაციაზე, რეგისტრაციის შეცვლილ პირობებსა და ვადებზე; ისაუბრეს ეტიკეტირების წესსა და მის ანოტაციაზე.

შეხვედრაზე დაანონსდა გამოუყენებელი ან ვადაგასული ვეტერინარული პრეპარატების შესაბამისი შეგროვების სისტემის შექმნა.

ღონისძიება ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) მხარდაჭერით ჩატარდა.