სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სურსათის ეროვნული სააგენტო ზამთრის კურორტებზე კვების ობიექტებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო ზამთრის კურორტებზე კვების ობიექტებს ამოწმებს

/ გამოვლენილი დარღვევები

სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით ზამთრის კურორტებზე საზოგადოებრივი კვების  ობიექტებს აქტიურად ამოწმებს.  თბილისის  და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული  სამსახურების  ინსპექტორებმა, როტაციის პრინციპით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში (ქალაქი ბორჯომი, დაბა ბაკურიანი, ახალდაბა)  სასტუმროების, რესტორნების და კაფე-ბარების კვების ბლოკებში  სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის ეტიკეტირება,  შენახვისა და რეალიზაციის პირობები შეამოწმეს. შემოწმების პარალელურად, გადამოწმდა რეგისტრირებული ბიზნესოპერატორების ბაზაც.

სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა 74 ობიექტზე, რომელთაგანაც 46 - გამოვლენილი დარღვევების გამო დაჯარიმდა. სააგენტოს წარმომადგენლებმა ბიზნესოპერატორებს  კანონმდებლობით გათვალისწინებულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან დაკავშირებით შესაბამისი   რეკომენდაციები მისცეს.   მომხმარებლის ინტერესების დაცვის, ჩართულობის და ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, საჯარო ადგილებში განთავსდა სურსათის ეროვნული სააგენტოს ცხელი ხაზის ნომერი და საკონტაქტო ინფორმაცია.

სურსათის ეროვნული სააგენტო ზამთრის კურორტებზე საზოგადოებრივი კვების ობიექტების კვების ბლოკების შემოწმებას სისტემატურად ატარებს.

ურსათის ეროვნულ სააგენტოსა და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2017 წლის მაისში გაფორმდა, რაც ტურისტებით დატვირთულ ადგილებში კვების ობიექტების სახელმწიფო კონტროლის გააქტიურებას, უწყებებს შორის კოორდინირებულ საქმიანობას, ტურისტებისა და ადგილობრივი მომხმარებლის ინტერესების დაცვას ითვალისწინებს.