სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სოფელ წერეთელში წყლის მიკრობიოლოგიური დაბინძურება გამოვლინდა

სოფელ წერეთელში წყლის მიკრობიოლოგიური დაბინძურება გამოვლინდა

/ სააგენტოს სიახლე

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონულმა სამსახურმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელში სასმელი წყლის ნიმუშები აიღო. ლაბორატორიული კვლევის შედეგად გამოვლინდა წყლის მიკრობიოლოგიური დაბინძურება, რის შესახებაც ოპერატიულად ეცნობა თვითმმართველ ერთეულს. მოსახლეობას მიეცა რეკომენდაცია, არ გამოიყენოს წყალი გადადუღების გარეშე.