გურულ ფერმერებს თხილის მოვლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს
/ სააგენტოს სიახლე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტებისა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით, გურიის რეგიონში მეთხილე ფერმერებისათვის სწავლება გაიმართა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრაზე სპეციალისტებმა ფერმერებს მიაწოდეს ინფორმაცია თხილში გასატარებელი აგროტექნიკური ღონისძიებებისა და აღნიშნულ კულტურაში გავრცელებული მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე. ღონისძიებები გულისხმობს როგორც მავნებლებისა და სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგო წამლობებს, ასევე სხვა აგროტექნიკურ სამუშაოებს. აღინიშნა, რომ თხილის მავნებლებისგან დაცვისა და შემდგომში ხარისხიანი მოსავლის მისაღებად ფრემერებისთვის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება უმნიშვნელოვანესია.
შეხვედრები მეთხილე ფერმერებთან ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „საქართველოს თხილის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში მიმდინარეობს.