სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

აჭარაში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

აჭარაში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

/ სააგენტოს სიახლე

ციტრუსის სეზონის მოახლოებასთან ერთად აჭარის რეგიონში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლა და მოსახლეობის ჩართულობა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. 
 მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტში 65 ერთეული თერმული ნისლით დამუშავებისა და 20 ერთეული ცივი შესხურების დანადგარია მობილიზებული.
 ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიები სურსათის ეროვნული სააგენტოს, აზიური ფაროსანას საკოორდინაციო შტაბისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინირებული მუშაობის შედეგად დამუშავდა. 
მავნებლის პოპულაციისა და ეკონომიკური ზარალის შესამცირებლად, სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებთან ერთად, აუცილებელია, მოსახლეობამ მოუაროს ციტრუსის ბაღებს და ფაროსანას საწინააღმდეგოდ განახორციელოს მექანიკური ღონისძიებები. 
ამ დროისთვის იმერეთის, სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებში სახელმწიფოს მიერ თერმული ნისლის ტექნოლოგიითა და ცივი შესხურების მეთოდით 700 ათასამდე ჰექტარი ფართობია დამუშავებული, რის შედეგადაც დასავლეთ საქართველოში მავნებლის რაოდენობა შემცირდა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში არ გავრცელებულა.