სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია - ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე

ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია - ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე

/ სააგენტოს სიახლე

28 სექტემბერს ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. 
თბილისში, ვაკის პარკში, სპეციალურად მოწყობილ ღია სივრცეში სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები, შინაურ ცხოველებს ცოფის საწინააღმდეგოდ უფასოდ ცრიან.
ვაქცინაციასთან ერთად, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ორგანიზებით, მიმდინარეობს ცხოველების გაჩუქების აქციაც.
დაავადების საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია ტარდება რეგიონებშიც. ცხოველების მეპატრონეებს შეუძლიათ მიმართონ სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ სამსახურებს და აცრან საკუთარი ცხოველი.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად ცხოველებში ცოფის გამოვლინება 65-72%-ით არის შემცირებული.
მიმდინარე წელს დაგეგმილია 270 000 ცხოველის უფასო ვაქცინაცია. სექტემბრის მონაცემებით, უკვე ვაქცინირებულია 230 000 ძაღლი და კატა.
ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივით 2007 წელს დაარსდა. აღნიშნული დღის მიზანია ცოფის შემთხვევების მინიმუმამდე შემცირება ცხოველებში და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, რაც დაავადების პრევენციის წინაპირობაა.
სურსათის ეროვნული სააგენტოსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტები კახეთის რეგიონის საჯარო სკოლებში ერთობლივ ღია გაკვეთილს ატარებენ და მოზარდებს დაავადების არსს, ვაქცინაციის აუცილებლობასა და ცხოველებთან მოპყრობის წესებს აცნობენ.
სურსათის ეროვნული სააგენტო აღნიშნულ ინიციატივას 2013 წელს შეუერთდა და მას შემდეგ ყოველწლიურად აღნიშნავს.
კახეთის რეგიონში შემაჯამებელი შეხვედრა მიმდინარეობს,რომელსაც სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმოადგენლები , კახეთის გუბერნიის და ადგილობრივი თვითმართველობის წევრები და დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმოადგენლები ესწრებიან.შეხვედრაზე ცოფთან დაკავშირებით განხორციელებულ ღონისძიებებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობენ.ასევე განიხილავენ კახეთის რეგიონში ცხოველთა თავშესაფრის აშენებისა და მოწყობის დეტალებს.
ღონისძიება ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროექტის (CIB) მხარდაჭერით მიმდინარეობს.