საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

გურჯაანის აგრარულ ბაზარში ხორცის და ყველის განყოფილებებს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

გურჯაანის აგრარულ ბაზარში ხორცის და ყველის განყოფილებებს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

/ გამოვლენილი დარღვევები

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონულმა სამსახურმა გურჯაანის აგრარულ ბაზარში არსებულ ხორცის და ყველის განყოფილებებს  საწარმოო პროცესი შეუჩერა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა აგრარულ ბაზარში   ჩატარებული შემოწმების  შედეგად ,  კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ყველის და ხორცის  განყოფილებებს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორებისთანავე აღუდგება. აგრეთვე, გადამოწმებისას, მითითებების შეუსრულებლობის გამო დაჯარიმდა თელავის  აგრარული ბაზარი.