შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული ვეტერინარი თერჯოლაში
- თანამდებობის დასახელება: შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული ვეტერინარი
- დამსაქმებელი: სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო
- განცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 22.09.2024
- თანამდებობრივი სარგო:ერთი თვის განმავლობაში გაწეული ვეტერინარული მომსახურების საფასურის 50 %, მაგრამ არანაკლებ 500 (ხუთასი) და არაუმეტეს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარისა.
- ადგილების რაოდენობა: 1
- სამსახურის ადგილმდებარეობა: თერჯოლა
სამუშაოს აღწერა:
- ცხოველის დაკვლის პროცესზე (დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომ შემოწმებაზე) ზედამხედველობა;
- ცხოველების დაკვლის წინა და ხორცის, სუბპროდუქტების დაკვლის შემდგომი ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის სწორად ჩატარებაზე ზედამხედველობა;
- პირობით ვარგისი პროდუქტების გაუვნებლობასა და სასაკლაოს ანარჩენების განადგურებაზე ზედამხედველობა;
- ვეტერინარული საქმის ორგანიზებისა და ვეტერინარული დოკუმენტაციის წარმოებაზე ზედამხედველობა;
- ხორცისა და სუბპროდუქტების თანმხლები ვეტერინარული დოკუმენტების გაცემა.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება, კვალიფიკაცია - ვეტერინარი ექიმი
სამართლებრივი აქტების ცოდნა:
1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი;
2. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის #533 დადგენილება სურსათის ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე;
3. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის #173 დადგენილება ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე;
4. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის #90 დადგენილება „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“;
5. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №55 დადგენილება „ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ;
6. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N444 დადგენილება ტექნიკური რეგლამენტის - „საკლავი ცხოველების ვეტერინარული შემოწმებისა და ხორცისა და ხორცის პროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის წესების“ დამტკიცების შესახებ;
7. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 მარტის დადგენილება N118-ტექნიკური რეგლამენტის-საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ.
საკონტაქტო ინფორმაცია
- საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზ. №6
- საკონტაქტო ტელეფონები: 598984774; 577080790
- საკონტაქტო პირი: თინათინ ელგანდაშვილი
დამატებითი ინფორმაცია:
- კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 5-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან;
- კანდიდატმა განცხადებასთანერთად აუცილებლად უნდა ატვირთოსCV, პირადობისდამადასტურებელიმოწმობისასლი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლიდაგამოგზავნოსმისამართზე: tinatin.elgandashvili@nfa.gov.ge
კანდიდატი, რომელსაცარექნებაატვირთული CV, პირადობისდამადასტურებელიმოწმობისასლიდა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი, ტესტირების ეტაპზეარ დაიშვება.
კონკურსს ჩაატარებს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია (მარშალ გელოვანის გამზ. №6).
კონკურსის ეტაპები:
- განცხადების გადარჩევა
- ტესტირება
- გასაუბრება
სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.