შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები სარეალიზაციო ბაზარზე განთავსებულ რძეს ამოწმებენ. კონტროლდება რეალიზაციის პირობები (ეტიკეტი, ვადები, ტემპერატურული რეჟიმი),   უფლებამოსილი პირები იღებენ რძის ნიმუშებს სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად. გარდა სავაჭრო ობიექტებისა, ნედლი რძის ნიმუშების აღება (იმ   ნედლეულის, რომლისაგანაც  იწარმოება სხვადასხვა  დასახელების რძის ნაწარმი) ხორციელდება რძის შემკრები პუნქტებიდან და გადამამუშავებელი საწარმოებიდან. ლაბორატორიული კვლევის შედეგების შესახებ ინფორმაციას სააგენტო პროაქტიულ რეჟიმში  ავრცელებს.აღსანიშნავია, რომ   რძე  ლაბორატორიულად  მოწმდება 24 მაჩვენებელზე, მათ შორისაა ვეტერინარული პრეპარატების  ნარჩენების (ანტიბიოტიკების),  აფლატოქსინ M1-ის, ბრუცელოზის, ტყვიის  განსაზღვრა და სხვა.  კომპლექსური კონტროლის პარალელურად, სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს,  არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა. შეუმოწმებელი  ცხოველური  წარმოშობის  სურსათის გამოყენებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში დაავადებებით ინფიცირების  რისკი მაღალია.

იხილეთ სრულად

აჭარაში ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი აჭარაში ტყის პერიმეტრებს და ჯაგნარებს ცივი შესხურების მეთოდით, ხოლო სოფლების შიდა და გარე პერიმეტრებს თერმული ნისლით ამუშავებს. ქობულეთის მუნიციპალიტეტში მობილიზებულია 55 ერთეული სპეცტექნიკა. ღონისძიებები უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე 3300 ჰა ტერიტორიაა დამუშავებული. ქობულეთის მუნიციპალიტეტის თოთხმეტ ადმინისტრაციულ ერთეულში ღონისძიებების მიმდინარეობას სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის უფროსი დავით აშორდია, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელები გაეცნენ. ამ ეტაპზე, როცა აზიური ფაროსანა ტყის მასივებიდან გამოსაზამთრებლად საცხოვრებელი სახლებისა და შენობა-ნაგებობისკენ ინაცვლებს, სააგენტოს მიერ გატარებული ინტენსიური ღონისძიებების პარალელურად, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის აქტიური ჩართულობა, რაც  საკუთარ საკარმიდამო ტერიტორიაზე მექანიკური მეთოდების გამოყენებას გულისხმობს. 

იხილეთ სრულად

„ფერმერებთან ურთიერთობა მაქსიმალურად პარტნიორულ ფორმატში წარიმართება“

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მერძეული მიმართულების მწარმოებელ მსხვილ ფერმერებთან საინფორმაციო  შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი ესწრებოდა. მან  ხაზი  გაუსვა კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.  “მერძეული მიმართულების მწარმოებელ მსხვილ ფერმერებს   გავაცანით ის ღონისძიებები, როლებსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.    შევთავაზეთ   მაქსიმალურად  პარტნიორულ ფორმატში წარიმართოს ჩვენი ურთიერთობა, დაიგეგმოს ერთობლივად ვაქცინაციის კამპანიები.  ასევე, მოხდეს ინფორმაციის მიწოდება  სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაზე, რომლებითაც  შეუძლიათ ისარგებლონ და რაც მთავარია, უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჩამოყალიბდეს,  როგორც  ინდივიდუალურ კომერციულ ფერმერებთან, ასევე სექტორულ ასოციაციებთან, რომლებიც იქნებიან ინფორმაციის გამტარები სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის”-განაცხადა ლაშა ავალიანმა.ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ფერმერებს სამუშაო ფორმატში მიაწოდეს ინფორმაცია სააგენტოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე, ცხოველთა იმ დაავადებების შესახებ, რომლებიც გავრცელებულია რეგიონში და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ვაქცინაციებზე.  აღინიშნა რომ  შეხვედრები და ინფორმაციის გაცვლა  მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს არსებული გამოწვევების ეფექტიანად გადაჭრას. 

იხილეთ სრულად

ამბროლაურისა და ონის ექვს ადმინისტრაციულ ერთეულში ფაროსანას საწინააღმდეგოდ დამუშავებულია 960 ჰექტარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის  მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს დასავლეთ საქართველოში ინტენსიურად ახორციელებს. ამ ეტაპზე, რაჭაში, ამბროლაურისა და ონის მუნიციპალიტეტებში 16 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკაა მობილიზებული და სოფლების - სადმელის, ჭრებალოს, ღადიშის, ცხმორის, პიპილეთისა და კვაშხიეთის შიდა და გარე პერიმეტრები თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება. ფუტკრის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, ღონისძიებები მეფუტკრე ფერმერებთან კოორდინირებულად და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით, ღამის საათებში მიმდინარეობს.  სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი თერმული ნისლით ტერიტორიების დამუშავებას დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონის ადმინისტრაციულ ერთეულში ოქტომბრის ბოლომდე გააგრძელებს. 

იხილეთ სრულად