სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

მიმდინარე წლის მესამე კვარტალში აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 140-ზე მეტ სარეალიზაციო ობიექტში კონტროლის შედეგად 18 სამართალდარღვევა გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტო პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტებს მთელი საქართველოს მასშტაბით ამოწმებს. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა 140-ზე მეტ საცალო და საბითუმო სარეალიზაციო ობიექტში. კონტროლის შედეგად გამოვლინდა 18 სამართალდარღვევა, მათ შორის, ერთ შემთხვევაში აკრძალული პრეპარატის იმპორტი, ვადაგასული და უხარისხო პესტიციდის რეალიზაციის ფაქტები, მარკირებისა და შეფუთვის წესის დარღვევა, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონა. გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, უხარისხო და ვადაგასული პრეპარატები დაილუქა და განადგურდა შესაბამისი წესის დაცვით. სურსათის ეროვნული სააგენტოს წლის განმავლობაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ყველა რეგისტრირებული სავაჭრო ობიექტის შემოწმება აქვს დაგეგმილი. სააგენტოს ინსპექტორები, პრეპარატების ხარისხის დადგენის მიზნით, ლაბორატორიული კვლევისთვის ნიმუშებს იღებენ. შემოწმების დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სასოფლო-სამეურნეო პრეპარატების წარმოების, დაფასოების, მარკირების, შეფუთვის, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს.

იხილეთ სრულად

190-ზე მეტი ობიექტის ვეტერინარული კონტროლის შედეგად, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 5 დარღვევა გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორები ვეტერინარულ კლინიკებში, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებში სახელმწიფო კონტროლს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ. მიმდინარე წლის მესამე კვარტალში შემოწმდა 190-ზე მეტი ობიექტი, საიდანაც დარღვევა მხოლოდ 5 შემთხვევაში გამოვლინდა.გამოვლენილ სამართალდარღვევებს შორისაა არარეგისტრირებული, ვადაგასული პრეპარატის რეალიზაციისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის არქონის შემთხვევები. შინაურ ცხოველთა ჯანმრთელობისა და ფერმერთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით  აქტიურად ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს; ლაბორატორიული კვლევისთვის ინსპექტორები ნიმუშებს იღებენ. სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებელს აფრთხილებს: მნიშვნელოვანია, ვეტერინარული პრეპარატების შეძენის დროს, ყურადღებით გაეცნოთ ეტიკეტს, დაიცვათ გამოყენების წესი და ვადები. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდით ცხელ ხაზს - 15 01.

იხილეთ სრულად

მესამე კვარტალში სურსათის უვნებლობის სფეროში დარღვევის მაჩვენებელმა 2,9% შეადგინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 5854 ინსპექტირება ჩაატარა, მათ შორის, 2347 გეგმური და არაგეგმური, 3507 გადამოწმება; ზედამხედველობა განხორციელდა 128 ბიზნესოპერატორთან; დოკუმენტურად შემოწმდა 1657.   კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა 170 ბიზნესოპერატორს, რაც  დარღვევის საერთო მაჩვენებლის 2,9%-ს შეადგენს. შემოწმების ფარგლებში გამოვლინდა შემდეგი შეუსაბამობები: სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, სურსათის წარმოება-გადამუშავების ტექნოლოგიური პროცესის, ტემპერატურული რეჟიმისა და  რეალიზაციის ვადების დარღვევები, ასევე კოროზირებული ინვენტარი, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე, კონდენსატის დაგროვება. აღნიშნული შეუსაბამობების გამო ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორებამდე. შემოწმდა სასურსათო მაღაზიები და მარკეტები, აგრარული ბაზრები, სასაკლაოები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკები და ა.შ.სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს  მთელი ქვეყნის მასშტაბით წლიური პროგრამის შესაბამისად განახორციელებს.  სახელმწიფო კონტროლის შედეგები იხილეთ ბმულზე: https://nfa.gov.ge/Ge/StateControl 

იხილეთ სრულად

სურსათის ეროვნულ სააგენტოს ვეტერინარიის მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტის მართვის ხარისხის სისტემის სერტიფიკატი მიენიჭა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტს  საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ორგანომ „URS”  (UNITED REGISTAR OF SYSTEMS),  სერტიფიცირების პროცესის წარმატებით გავლის შედეგად, მართვის ხარისხის სისტემის ISO 9001:2015-ის სერტიფიკატი მიანიჭა. მართვის ხარისხის სერთიფიკატის მინიჭება, ევროკავშირის და შვედეთის   მხარდაჭერით და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს აქტიური  ჩართულობით განხორციელდა.საერთაშორისო სტანდარტი ადასტურებს მართვის ხარისხის სისტემების მაღალ საფეხურს, სააგენტოს ამოცანებისა და მიზნების განსაზღვრას, მათთან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლებლობების სწორად მართვას, ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსების ეფექტიანად გამოყენებას,  ისეთი სისტემების ფუნქციონირებას, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს ვეტერინარული ზედამხედველობის სტანდარტებს და შესაბამისობაშია საერთაშორისო  მოთხოვნებთან.აღსანიშნავია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო სტანდარტის, მართვის ხარისხის  სისტემის სერტიფიკატი ISO 9001:2015 2023 წლის ნოემბრიდან აქვს მინიჭებული სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მიმართულებითაც.ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „საქართველოში სურსათის უვნებლობისა და SPS სექტორის მხარდაჭერა ENPARD IV-ის ფარგლებში“, თანადაფინანსებულია შვედეთის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CzDA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ.

იხილეთ სრულად

სიახლეები