სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში სურსათის ეროვნული სააგენტო ჯილეხის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში  სურსათის ეროვნული სააგენტო ჯილეხის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს

/ ვეტერინარია

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ვეტერინარებმა, შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურში 2  სული მსხვილფეხა საქონლის პათოლოგიური მასალა აიღეს და   აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ლაბორატორიული კვლევით  ჯილეხი დადასტურდა. 
შედეგების მიღებისთანავე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ეპიზოოტიურ კერაში მყისიერად დაიწყო ყველა შესაბამისი სამუშაოების განხორციელება, მათ შორის, დადგენილი რადიუსის ფარგლებში დაავადების ამთვისებელი ცხოველების  სავალდებულო ვაქცინაციაც.   ამ დროისთვის, 700 ზე მეტი პირუტყვია ვაქცინირებული. 

საკარანტინო ზონაში დაუშვებელია ცხოველების და  ტრანსპორტისა გადაადგილება, ცხოველის  დაკვლა და ხორცის გამოყენება,  ცხოველური პროდუქტების დამზადება, გამოტანა, რეალიზაცია.  

2025 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ჯილეხის  პროფილაქტიკური ვაქცინაციის  ფარგლებში უკვე აცრილია 305 844 სული დაავადების ამთვისებელი ცხოველი. 
სააგენტოს მიერ ჩატარებული ყოველწლიური ვაქცინაციის და ერთიანი ჯანმრთელობის ფარგლებში განხორციელებული საინფორმაციო კამპანიების შედეგად, ცხოველის ჯილეხით დაავადების შემთხვევები, 2013 წელთან შედარებით, 94%-მდეა შემცირებული. ჯილეხი (ციმბირული წყლული) - ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდებიან შინაური და გარეული ცხოველები. ჯილეხით ავადდება ადამიანიც. ადამიანის დაინფიცირება ძირითადად დაავადებული ცხოველის დაკვლის, მისი ხორცის გამოყენებით ან დაბინძურებული ნიადაგიდან ხდება.   

დამატებითი ინფორმაცია ჯილეხის შესახებ: https://nfa.gov.ge/Ge/AnimalDiseases/Details/2