საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

HACCP-ის პრინციპების დანერგვასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა აჭარაში

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა აჭარაში მოქმედ საზოგადოებრივი კვების ობიექტებს HACCP-ის პრინციპების დანერგვასთან დაკავშირებით არსებული მოთხოვნები გააცნეს. შეხვედრა დარგობრივი ასოციაციების ჩართულობით გაიმართა. სააგენტოს სპეციალისტებმა ბიზნესსექტორს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სისტემის მნიშვნელობასა და მისი დანერგვის პრაქტიკასთან დაკავშირებით. აღინიშნა რომ სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესსექტორთან რათა უზრუნველყოფილი იყოს ახალი რეგულაციების წარმატებით დანერგვა და მიმდინარე ტურისტულ სეზონზე ობიექტებმა შეუფერხებლად , სტანდარტების დაცვით გააგრძელონ საქმიანობა.შეხვედრა ევროკავშირისა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანმების განხორციელების პროექტის მხარდაჭერით გაიმართა. საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვა სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა, რომლითაც შესაძლებელია, ბიზნესოპერატორებმა თავიდან აიცილონ პოტენციური საფრთხეები. რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, ბიზნესოპერატორები, რომლებიც საცალო ვაჭრობის პუნქტებში ახორციელებენ სურსათის წარმოება-გადამუშავებას, ეკისრებათ ვალდებულება, საქმიანობა HACCP-ის პრინციპების შესაბამისად აწარმოონ ძალაში 1 ივნისიდან შევიდა. 

იხილეთ სრულად

HACCP-ის პრინციპების დანერგვასთან დაკავშირებით რეგიონებში შეხვედრები მიმდინარეობს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დარგობრივი ასოციაციების (რესტორატორთა ასოციაცია, გასტრონომიული ტურიზმის ბიზნესასოციაცია) ჩართულობით იმერეთის რეგიონში საზოგადოებრივი კვების ობიექტების წარმომადგენლებთან  შეხვედრა გამართა. სააგენტოს სპეციალისტებმა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია HACCP-ის პრინციპების დანერგვასთან დაკავშირებით. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ აღნიშნა, რომ ახალი რეგულაციის შესახებ ობიექტების ინფორმირება მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით სააგენტოს მუდმივი კომუნიკაცია აქვს ბიზნესთან. შეხვედრა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანმების განხორციელების პროექტის მხარდაჭერით გაიმართა.საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვა სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა, რომლითაც შესაძლებელია, ბიზნესოპერატორებმა თავიდან აიცილონ პოტენციური საფრთხეები.ბიზნესოპერატორებს, რომლებიც საცალო ვაჭრობის პუნქტებში ახორციელებენ სურსათის წარმოება-გადამუშავებას, რეგულაციის თანახმად, 1 ივნისიდან ეკისრებათ ვალდებულება, საქმიანობა HACCP-ის პრინციპების შესაბამისად აწარმოონ.

იხილეთ სრულად

სურსათის ეროვნულ სააგენტოში მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ექსპორტის საკითხები განიხილეს

სურსათის ეროვნულ სააგენტოში წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტიორებთან  შეხვედრა გაიმართა. სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ექსპორტიორებს  არსებულ საკანონმდებლო მოთხოვნებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.საექსპორტო სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, სააგენტოს წარმომადგენლებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ ექსპორტიორ კომპანიებთან, რათა შეუფერხებლად განხორციელდეს ცოცხალი ცხოველების ექსპორტი და მაქსიმალურად იყოს დაცული არსებული საკარანტინო მოთხოვნები.სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ვასილ ბასილაძის, განცხადებით, სააგენტოს მიერ მოწესრიგებულია საკანონმდებლო და ტექნიკური საკითხები, რაც ხელს შეუწყობს ცოცხალი ცხოველების საექსპორტო პოტენციალის ზრდას. შეხვედრას ესწრებოდა მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილიც, რომელმაც ხაზი გაუსვა ბიზნესსექტორის ინფორმირების მნიშვნელობას.  საქართველოდან ცოცხალი ცხოველების (წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვი) ექსპორტი ხორციელდება აზერბაიჯანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ერაყში, საუდის არაბეთში, ქუვეითში, ყატარში, ბაჰრეინსა და ომანში. მიმდინარე წელს 71 300 მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვია ექსპორტირებული.

იხილეთ სრულად

1 ივნისიდან საცალო ვაჭრობის პუნქტებში HACCP-ის პრინციპების დანერგვა სავალდებულო ხდება

1 ივნისიდან ძალაში შედის ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, ბიზნესოპერატორები, რომლებიც საცალო ვაჭრობის პუნქტებში ახორციელებენ სურსათის წარმოება-გადამუშავებას, ეკისრებათ ვალდებულება, საქმიანობა  HACCP-ის პრინციპების შესაბამისად აწარმოონ.ასევე მიმდინარე წლის 1 იანვრიდან HACCP-ის სისტემის პრინციპების დაცვა სავალდებულოა, ბიზნესოპერატორებისთვის, რომლებიც  ახორციელებენ ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას (ხორცი და ხორცის პროდუქტები, რძის ფხვნილზე დამზადებული სურსათი, თევზი და თევზის პროდუქტები, კვერცხი და კვერცხის პროდუქტები, თაფლი).რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. პარალელურად სააგენტო, ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს  ბიზნსესსექტორთან.2015 წლიდან სავალდებულოა ნედლი რძის გადამამუშავებელ საწარმოებსა და სასაკლაოებში; 2018 წლიდან სისტემის დანერგვის ვალდებულება დაეკისრათ იმ  ბიზნესოპერატორებს, რომლებიც  ექსპორტისთვის განკუთვნილ გადამუშავებული თხილის გულს ამზადებენ.საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვა სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა, რომლითაც შესაძლებელია, ბიზნესოპერატორებმა თავიდან აიცილონ პოტენციური საფრთხეები. მთავრობის N173-ე დადგენილებაHACCP-ის სახელმძღვანელო (ნაწილი 1) HACCP-ის სახელმძღვანელო (ნაწილი 2)ფერმიდან სუფრამდე

იხილეთ სრულად