LEPL National Food Agency

მენიუ

სურსათის ეროვნულ სააგენტოს ვეტერინარიის მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტის მართვის ხარისხის სისტემის სერტიფიკატი მიენიჭა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტს  საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ორგანომ „URS”  (UNITED REGISTAR OF SYSTEMS),  სერტიფიცირების პროცესის წარმატებით გავლის შედეგად, მართვის ხარისხის სისტემის ISO 9001:2015-ის სერტიფიკატი მიანიჭა. მართვის ხარისხის სერთიფიკატის მინიჭება, ევროკავშირის და შვედეთის   მხარდაჭერით და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს აქტიური  ჩართულობით განხორციელდა.საერთაშორისო სტანდარტი ადასტურებს მართვის ხარისხის სისტემების მაღალ საფეხურს, სააგენტოს ამოცანებისა და მიზნების განსაზღვრას, მათთან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლებლობების სწორად მართვას, ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსების ეფექტიანად გამოყენებას,  ისეთი სისტემების ფუნქციონირებას, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს ვეტერინარული ზედამხედველობის სტანდარტებს და შესაბამისობაშია საერთაშორისო  მოთხოვნებთან.აღსანიშნავია, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო სტანდარტის, მართვის ხარისხის  სისტემის სერტიფიკატი ISO 9001:2015 2023 წლის ნოემბრიდან აქვს მინიჭებული სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მიმართულებითაც.ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „საქართველოში სურსათის უვნებლობისა და SPS სექტორის მხარდაჭერა ENPARD IV-ის ფარგლებში“, თანადაფინანსებულია შვედეთის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CzDA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ.

იხილეთ სრულად

საჩხერის მუნიციპალიტეტში აზიური ფაროსანას წინააღმდეგ 720 ჰა ფართობი დამუშავდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგოდ ტერიტორიების თერმული ნისლისა და ცივი შესხურების ტექნოლოგიით დამუშავებას აქტიურად განაგრძობს. ამ დროისთვის თერმული ნისლით წამლობა საჩხერის მუნიციპალიტეტში  სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით მიმდინარეობს. ქალაქ საჩხერისა და არგვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში 720 ჰა ფართობია დამუშავებული.მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა. წამლობა მეფუტკრეებთან კოორდინაციით, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, ღამის საათებში ხორციელდება.სააგენტო შეახსენებს მოსახლეობას, რომ ტემპერატურის კლებასთან ერთად, აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებლად ემზადება და საცხოვრებელი სახლებისკენ მიგრირებს. ბრძოლის ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მავნებლის სახლის პირობებში, მექანიკური მეთოდების გამოყენებით განადგურება.მექანიკური ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=QyaBjJES0cc&list=PLCWM8uITbWRvvb-9aE61QNsXtJi6WybUU  

იხილეთ სრულად

ქალაქ ფოთის ტერიტორიაზე აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ 600 ჰა ფართობი დამუშავდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში მავნებლის საწინააღმდეგო წამლობას ყოველდღიურად ახორციელებს. ამჟამად, თერმული ნისლის ტექნოლოგიით ტერიტორიები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ფოთის მუნიციპალიტეტში მუშავდება. ქალაქ ფოთში მობილიზებულია 10 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა, ამ დროისთვის უკვე დამუშავებულია 600 ჰა ფართობი. სპეციალურ სადგურებზე მიმდინარეობს წერტილოვანი წამლობები ცივი შესხურების ტექნოლოგიით. მიმდინარე წლის განმავლობაში, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დამუშავებულია 237 480 ჰა ფართობი, ცივი შესხურების ტექნოლოგიით - 111 388 ჰა ფართობი, განთავსებულია 154 433 სპეციალური სადგური და 7019 ფერომონიანი დამჭერი. დაგეგმილი წამლობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების პროცესში აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი ხელისუფლება. ღონისძიებები უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, ღამის საათებში მიმდინარეობს. ამინდის გაუარესებასთან ერთად, აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებლად საცხოვრებელი სახლებისკენ ინაცვლებს, რა დროსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სახლის პირობებში მავნებლის განადგურებას. სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიყენოს მექანიკური მეთოდები, რომლებიც უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. სურსათის ეროვნული სააგენტო აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ოქტომბრის ბოლომდე განახორციელებს. 

იხილეთ სრულად

ქედის მუნიციპალიტეტში ტერიტორიები აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მუშავდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელი პირველი მაისის ტერიტორიაზე თერმული ნისლით წამლობას ახორციელებს. რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები, თერმული ნისლის გარდა, გამოიყენება ცივი შესხურების ტექნოლოგია, წერტილოვანი წამლობები ტარდება სპეციალურ სადგურებზე. პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში ამ დროისთვის დამუშავებულია 240 ჰა ფართობი. სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რომელიც ჩართულია მოსახლეობის ინფორმირებისა და დროული გაფრთხილების სისტემის ეფექტურ ფუნქციონირებაში. წამლობის ღონისძიება მეფუტკრე ფერმერებთან კოორდინირებულად იგეგმება და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით, საღამოს საათებში ხორციელდება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აზიური ფაროსანა სოფლის ტერიტორიებსა და საცხოვრებელ სახლებში, შემოდგომის დადგომასთან ერთად, დიდი რაოდენობით შეინიშნება, რაც გამომდინარეობს მავნებლის ბიოლოგიიდან - აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებლად შენობებისკენ ინაცვლებს. სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსახლეობას, რომ ბრძოლის ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახლის პირობებში მექანიკური მეთოდების გამოყენება. წამლობის ღონისძიებები აჭარასა და დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებში ოქტომბრის ბოლომდე ინტენსიურად გაგრძელდება.

იხილეთ სრულად