სახეობრივი კვლევის შედეგად 10 დარღვევა გამოვლინდა
/ გამოვლენილი დარღვევები
მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სურსათის ნიმუშების აღებასა და კვლევას სხვადასხვა პარამეტრზე.
სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა მიმდინარე წლის ივლისში ხორცის სახეობრივი კვლევისთვის 26 ნიმუში აიღეს და გამოსაკვლევად სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გადააგზავნეს. კვლევა ჩატარდა ცხენის, ვირისა და ფრინველის ხორცის იდენტიფიცირებაზე. ლაბორატორიული კვლევის შედეგად სხვადასხვა დასახელების 10 ხორცპროდუქტში (სოსისი „სპეც ივერია ვაკე“, სოსისი „ივერია სპეცი“, „მოხარშული ძეხვი მონადირული“, ძეხვი „ჩორიზო ნ/შ“, სოსისი „ფრანკფურტერი ექსტრა“, სოსისი „პეპერონი შებოლილ-მოხარშული“, სოსისი „ივერია ექსტრა“, „ააშიშხინე დელიკატესი“, შაშხი „ბავარიული მოხარშულ-შებოლილი “, სოსისი ივერია ,,ტკაცუნა") გამოვლინდა ქათმის ხორცის შემცველობა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ინფორმაცია ეტიკეტზე არ იყო მითითებული. დარღვევის ყველა ფაქტთან დაკავშირებით სააგენტომ გაატარა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.