მასობრივი ინტოქსიკაცია აჭარაში, სამკერვალო ფაბრიკაში შპს "ფასტთრექტექსტილე"
/ გამოვლენილი დარღვევები
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ სამმართველოში ჯანდაცვის ცენტრიდან შევიდა შეტყობინება დაახლოებით 45 ადამიანის ინტოქსიკაციის შესახებ.
სააგენტო ინსპექტორები მოკვლევის მიზნით დაუყოვნებლივ გავიდნენ ადგილზე.
შემთხვევა აღინიშნა ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩა N342-ში მდებარე სამკერვალო ფაბრიკაში შპს "ფასტთრექტექსტილე", სადაც 400 ადამიანია დასაქმებული და არის ორგანიზებული კვება. მზა საკვების მიწოდებას ახორციელებს "ანკარა ქეითერინგი".
სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები შემოწმებას ატარებენ ორივე ობიექტზე; ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია ნიმუშები.