კახეთში ნახევარფაბრიკატების საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა
/ გამოვლენილი დარღვევები
სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამსახურის ინსპექტორებმა, კრიტიკული შეუსაბამობების და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს და დააჯარიმეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში არსებული ნახევარფაბრიკატების წარმოება - ი.მ, მისმართი: ვაჩნაძის ქუჩა N 7.
წარმოებას საწარმოო პროცესი შეუსაბამობების გამოსწორების შემდეგ აღუდგება.