სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა სასაკლაოებს ამოწმებს
/ გამოვლენილი დარღვევები
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა მიმდინარე თვეში ცხოველთა სასაკლაოები ქვემო ქართლის რეგიონში შეამოწმეს. ინსპექტირებისას 4 ობიექტზე (შპს "ანგელი", შპს "ალალი 2015", შპს "ფენიქს მით ენდ ფოლთრი", ი/მ ხაიალ ქარიმოვი) აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობები - სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. სააგენტოს წარმომადგენლების მიერ გაცემული მითითებების შესრულების შემდეგ ორ სასაკლაოს - შპს "ანგელს" და ი/მ ხაიალ ქარიმოვს საწარმოო პროცესი უკვე აღუდგა.
ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოებში კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. წელს 290 სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა, რის შედეგადაც 31 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.
იმისათვის, რომ სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებული ხორცი და ხორცპროდუქტები უვნებელი იყოს, აუცილებელია ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოები აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს და მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარიულ-ჰიგიენული მდგომარეობა. სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სახელმწიფო კონტროლს და დარღვევების შესახებ პერიოდულად ეცნობება საზოგადოებას.