არალეგალური სასაკლაო მარტვილში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
/ გამოვლენილი დარღვევები
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპქტორებმა არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში მარტვილში ღორების არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. ფიზიკური პირი ნ. პ. (მის: მარტვილი, სოფელი ბანძა) სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა. ობიექტზე დარღვეული იყო სურსათის უვნებლობის და ვეტერინარული ზედამხეველობის მოთხოვნები.
ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუჩერდა საქმიანობა.
ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ზრდის ზოონოზური დაავადებების (ჯილეხი, ბრუცელოზი და სხვა) გავრცელებისა და მოწამვლის რისკებს.
სააგენტო აფრთხილებს ფიზიკურ პირებს, არ დაკლან ცხოველი თვითნებურად, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე.