შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შიდა ქართლში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინა

/ გამოვლენილი დარღვევები

სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონული დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტში, რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინეს. 

ფიზიკური პირი  პ. გ.  და  ინდმეწარმე  დ. კ.  (მის: ქ. ხაშური სოფ. ოსიაური)   ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების უხეში დარღვევით აწარმოებდნენ, ეგრეთ წოდებულ ყველს. გამოვლენილი დარღვევებისთვის მეწარმეები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.   

 

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ ან/და გადაამუშაონ ცხოველური წარმოშობის სურსათი (გარდა პირველადი წარმოებისა) რეგისტრაციისა და  აღიარების მინიჭების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.