შშმ პირებზე ადაპტირება

სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

თბილისში სანიტარიული ნორმების დარღვევით მოქმედი საკონდიტრო დამფასოებელი საწარმო გამოავლინეს

თბილისში სანიტარიული ნორმების დარღვევით მოქმედი საკონდიტრო დამფასოებელი საწარმო გამოავლინეს

/ გამოვლენილი დარღვევები

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა იმპორტირებული საკონდიტრო ნაწარმის დამფასოებელი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. ინდმეწარმე ვ. ჯ. ( მის: ქ. თბილისი, აგლაძის 32) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევით, სხვადასხვა დასახელების ტკბილეულს რეალიზაციის მიზნით აფასოებდა. 

კრიტიკული შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა.