7 კრიტიკული შეუსაბამობის გამო საკონდიტროს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
/ გამოვლენილი დარღვევები
სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონულმა სამმართველომ საკონდიტრო საწარმოში 7 კრიტიკული შეუსაბამობა გამოავლინა და ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა.
სააგენტოს ინსპექტორებმა გეგმური ინსპექტირება ჩაატარეს გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში, ინდმეწარმე „ლალი კუციას“ საკონდიტრო საწარმოში, სადაც გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა როგორც საწარმოო პროცესის, ასევე პროდუქციის შეფუთვა-დასაწყობებისას, წყალმომარაგების არარსებობა და სხვ.
ბიზნესოპერატორი აღნიშნული შეუსაბამობების გამო დაჯარიმდა. გაიცა რეკომენდაციები. საკონდიტროს საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ აღუდგება.