სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

28 სექტემბერს ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება

28 სექტემბერს ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება

/ ვეტერინარია

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით,  სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები  შინაური ცხოველების (ძაღლი, კატა) უფასო ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ. 

სპეციალურად გამოყოფილ ადგილებსა  და სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული  სამსახურების ოფისებში ვაქცინაცია უტარდება როგორც პატრონიან, ასევე მიკედლებულ ცხოველებს. 

სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,  ყოველწლიურად დაახლოებით  270  ათასამდე  ცხოველს ცრის.

ცოფი საშიში ზოონოზური დაავადებაა, რომლითაც ავადდება როგორც შინაური და გარეული თბილსისხლიანი ცხოველი, ასევე ადამიანი. ინფექცია ვრცელდება დაავადებულ ცხოველთან კონტაქტით. კლინიკური ნიშნების გამოვლენის შემდეგ, დაავადება ლეტალობით სრულდება. 

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ცხოველების მეპატრონეებს, ყოველწლიურად ჩაუტარონ ვაქცინაცია საკუთარ ცხოველებს! 

ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე, ცოფის კონტროლის გლობალური ალიანსის ინიციატივითა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, 2007 წელს დაარსდა. 2023 წლის  მთავარი გზავნილია „ყველა ერთისათვის! ერთის ჯანმრთელობა ყველასათვის!“, რაც ხაზს უსვამს ყველა ასპექტის - ცნობიერების ამაღლების, ცხოველთა ჯანმრთელობისა და ერთიანი ჯანდაცვის მნიშვნელობას.