სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სურსათის ეროვნული სააგენტო საკურორტო ზონებში საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორები ბათუმის, ქობულეთისა და მაღალმთიანი აჭარის კურორტებზე საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებენ. ადგილობრივი მოსახლეობისა და დამსვენებელთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება ობიექტებში, რომლებსაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს.სააგენტოს სპეციალისტები ამოწმებენ სამზარეულოს სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, სურსათის შენახვისა და დამზადების პირობებს, ვადებს, ეტიკეტირებას, ნედლეულის მიკვლევადობას. სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის პარალელურად, ბიზნესოპერატორებს  აცნობს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს და გასცემს რეკომენდაციებს. შედეგად,  საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მდგომარეობა გაუმჯობესებულია, რასაც მოწმობს სახელმწიფო კონტროლის შედეგად გამოვლენილ დარღვევათა შემცირებული რაოდენობა. თუმცა, კვლავ გამოწვევად რჩება არალეგალური საქმიანობა, რაც განსაკუთრებით მატულობს საკურორტო სეზონზე. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, დარეგისტრირდნენ ბიზნესოპერტაორად და საქმიანობა განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.  

იხილეთ სრულად

სურსათის ეროვნული სააგენტო აჭარაში ყველის მწარმოებლებსა და ნაყინის რეალიზატორებს ამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორები აჭარის ქალაქებსა და მაღალმთიან რეგიონებში რძის გადამმუშავებელ საწარმოებსა და ყველის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებენ. სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება ბათუმში, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში.  საწარმოების ინსპექტირების დროს, კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა, ბიზნესოპერატორებთან დაცული იყო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, სურსათის წარმოების, შენახვის პირობები და ტემპერატურული რეჟიმი.აჭარაში დღეისათვის 11 აღიარებული რძის გადამმუშავებელი საწარმოა, თუმცა, კვლავ გამოწვევად რჩება არარეგისტრირებული საწარმოები, რომლებიც სააგენტოს აღიარების გარეშე საქმიანობენ.   სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის 2025 წლის პროგრამით,  რძის გადამმუშავებელი საწარმოების შემოწმება პრიორიტეტია და სურსათის ეროვნული სააგენტო კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს. მიმდინარე წელს, რძისა და რძის მწარმოებელ ბიზნესოპერატორებთან ჩატარდა 4000-მდე სახელმწიფო კონტროლი, გამოვლენილია 40-მდე არარეგისტრირებული საწარმო.ნაყინზე გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით, სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება სანაყინეებშიც, სადაც განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. აჭარის მაღალმთიან კურორტებზე სააგენტოს ინსპექტორებმა გამოავლინეს რამდენიმე არარეგისტრირებული სანაყინე, სადაც დარღვეული იყო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, ნაყინის შენახვისა და რეალიზაციის პირობები, რის გამოც მეწარმეები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.

იხილეთ სრულად

სურსათის ეროვნული სააგენტო: საეჭვო ხელსაწყოებით ბოსტნეულსა და ხილში ნიტრატების გაზომვა სარწმუნო არ არის და მიზნად ისახავს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას

სურსათის ეროვნული სააგენტო სხვადასხვა მაჩვენებელზე გამოსაკვლევად ყოველწლიურად ხილის და ბოსტნეულის  400-მდე ნიმუშს იღებს. კანონმდებლობისა და საერთაშორისო პრაქტიკის  შესაბამისად, ნიმუშის აღებისას დაცული უნდა იყოს დადგენილი  წესები. სურსათის ეროვნული სააგენტო ეყრდნობა მხოლოდ საერთაშორისო (ISO) სტანდარტის მქონე აკრედიტებულ  ლაბორატორიაში შესაბამისი მეთოდოლოგიით ჩატარებული კვლევის  შედეგებს.  შესაბამისად,  საეჭვო ხელსაწყოების გამოყენებით  ნიტრატების ან სხვა მაჩვენებლების გაზომვა ვერ იქნება სარწმუნო და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.   სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სეზონური ხილის, ბაღჩეულისა და ბოსტნეულის (ატამი, საზამთრო, ნესვი,  კომბოსტო, ჭარხალი, პომიდორი, ვაშლი) ნიმუშების  კვლევას. ივლისში, სააგენტოს ინსპექტორებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა პარამეტრზე (ნიტრატები, პესტიციდები, რადიონუკლიდები) კვლევის მიზნით, სარეალიზაციო ობიექტებიდან აიღეს 84  ნიმუში და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ლაბორატორიული კვლევით,  ყველა მაჩვენებელი   დადგენილ ნორმასთან შესაბამისობაშია საზამთროს, ნესვის, ვაშლის, ატმისა და პომიდვრის ნიმუშებში.  ნიტრატების გადაჭარბებული რაოდენობა გამოვლინდა კომბოსტოსა  და ჭარხლის 4 ნიმუშში (კომბოსტოს 2 და ჭარხლის 2 ნიმუში).  სააგენტოს ზედამხედველობით, აღნიშნული სურსათი სარეალიზაციო ქსელიდან უკვე ამოღებულია. სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს ნიმუშების აღებას და შედეგების შესახებ  საზოგადოების ინფორმირებას. 

იხილეთ სრულად

რა უნდა ვიცოდეთ შინაური ცხოველის საზღვარზე გადაყვანის დროს

ტურისტული სეზონის აქტიურ პერიოდში, შავიზღვისპირეთში იმატა „ოთხფეხა ტურისტების“ (ძაღლები, კატები)  რაოდენობამ. ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისს ყოველდღიურად უამრავი ოთხფეხა ვიზიტორი სტუმრობს. მათ ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობას და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას სააგენტო უზრუნველყოფს. გაიცემა საექსპორტო ვეტერინარული სერტიფიკატი და, საჭიროების შემთხვევაში, ტარდება ვაქცინაცია, რაც შინაური ცხოველების უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელი პირობაა.  ძაღლებისა და კატების მეპატრონეები ვალდებულნი არიან, ოთხფეხა მეგობრების საქართველოში შემოყვანის დროს იქონიონ ვეტერინარული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ ცხოველი ჯანმრთელია და ჩატარებული აქვს ყველა საჭირო ვეტერინარული მანიპულაცია, ხოლო საქართველოდან გაყვანისას, სურსათის ეროვნული სააგენტო გასცემს საექსპორტო ვეტერინარულ სერტიფიკატს, რომლის ასაღებად აუცილებელია სააგენტოში ცხოველის მიყვანა.   რა უნდა ვიცოდეთ შინაური ცხოველის საზღვარზე გადაყვანისთვის https://www.facebook.com/share/p/1DQtcHDYcC/?mibextid=wwXIfrდამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდს: https://nfa.gov.ge/Ge/ServiceAndServices

იხილეთ სრულად