საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 20 ათასამდე სახელმწიფო კონტროლი განახორციელა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 20 ათასამდე სახელმწიფო კონტროლი განახორციელა

/ სააგენტოს სიახლე

სურსათის უვნებლობის მოთხოვნებისა და მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით, მიმდინარე წელს განხორციელდა:

19 912 სახელმწიფო კონტროლი (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, ზედამხედველობა; სხვადასხვა პარამეტრზე ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა) გამოვლინდა - 2 246 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა;

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA- ს) ფარგლებში განსაზღვრული გეგმის მიხედვით, 2020 წელს განხორციელდა 23 ნორმატიული აქტის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან;

ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფო კონტროლის სისტემა და საქართველო დაამატა მესამე ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც ევროკავშირის ქვეყნებში შინაური ბინადარი ცხოველების (ძაღლი, კატა) საკვების შეტანა ნებადართულია;

2021 წელს კვლავ პრიორიტეტული იქნება შიდა ბაზარზე უვნებლობის თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება და აგროსასურსათო პროდუქტების საექსპორტო პოტენციალის ზრდა