საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

მცენარეთა დაცვის ღონისძიებებმა ხელი შეუწყო მოსავლის შენარჩუნებას

მცენარეთა დაცვის ღონისძიებებმა ხელი შეუწყო მოსავლის შენარჩუნებას

/ მცენარეთა დაცვა

სასოფლო-სამეურნეო კულტურების მცენარეთა მავნებლებისგან დაცვის და მოსავლის შენარჩუნების მიზნით:

🔹 დასავლეთ საქართველოში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ფარგლებში, 37 მუნიციპალიტეტში, დამუშავდა 325 700 ჰა-მდე ფართობი (თერმული ნისლისა და ცივი შესხურების ტექნოლოგიებით); დამონტაჟდა - 6000 მონიტორინგის სისტემა; „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური - 107 000 ფერომონი (აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერითა და რეკომენდაციების გათვალისწინებით განხორციელდა);

🔹 ფართობები დამუშავდა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში მდელოს ფარვანას, ამერიკული თეთრი პეპელას, იტალიური კალიას და კოღოს საწინააღმდეგოდ, სულ - 102 790 ჰა ფართობი;

🔹 პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლის ფარგლებში გამოვლინდა რეალიზაციის წესების 148 დარღვევა;

🔹 2021 წელს გაგრძელდება აზიური ფაროსანას და სხვა მავნებლების საწინააღმდეგო ღონისძიებები და მონიტორინგი.

#ანგარიშიმოქალაქეებს
#მცენარეთადაცვა
#აზიურიფაროსანა