სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სურსათის ეროვნული სააგენტო დაინტერესებულ მხარეებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამაში ჩართულობისკენ მოუწოდებს

სურსათის ეროვნული სააგენტო  პროგრამის  მაქსიმალური ეფექტიანობისა და პროცესის გამჭვირვალობისთვის, მოსახლეობასა და მოხალისეებს ჩართულობისკენ მოუწოდებს. კერძოდ, ყველა დაინტერსებულ პირს შეუძლია დატოვოს შეტყობინება აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებში (საპილოტე პროგრამა მხოლოდ აღნიშნულ რეგიონებს მოიცავს) უპატრონო ცხოველების ადგილმდებარეობის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიან ცხელ ხაზზე 15-01, ითანამშრომლოს პროგრამის ფარგლებში შექმნილ სპეციალურ ეკიპაჟებთან, რომლებიც უზრუნველყოფენ  ცხოველების აყვანას და გადაყვანას პროგრამით განსაზღვრულ თავშესაფრებში, სადაც ცხოველებს ჩაუტარდებათ კასტრაცია-სტერილიზაცია, დიაგნოსტიკური ტესტირება, ცხოველის ჯანმრთელობაზე ზედამხედველობის მიზნით, თავშესაფარში დაყოვნება, საჭიროების შემთხვევაში, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია და იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია. ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარების შემდეგ სპეციალურად შექმნილი ეკიპაჟები უზრუნველყოფენ ცხოველის  ბუნებრივ არეალში დაბრუნებას. საქართველოს მთავრობის განკარგულებით (N 1019, 2025 წლის 26 ივნისი), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა დაიწყო. პროგრამა ხელს შეუწყობს ცხოველების  პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას,   ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას.  პროგრამა, პირველ ეტაპზე, აჭარის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად.  პროგრამის განხორციელების მიზნით, სააგენტომ შეიძინა 20 ავტომანქანა,  რომლებიც   აღჭურვილია სავენტილაციო  სისტემით, გალიებით, შესაბამისი პრეპარატებით და ინვენტარით.  პროგრამის განხორციელებისთვის დამატებით აყვანილია  40 თანამშრომელი, რომლებიც 20 ეკიპაჟად მუშაობენ.  

იხილეთ სრულად

უპატრონო/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის ფარგლებში, 29 ივლისიდან 18 აგვისტოს ჩათვლით აჭარის, იმერეთის, კახეთის რეგიონებში აყვანილი და თავშესაფრებში გადაყვანილია 701 ძაღლი.

ცხოველებს ჩაუტარდა შემდეგი  მანიპულაციები: • 701 ძაღლი აიცრა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით• მოხდა  673  იდენტიფიცირება -დათაგვა საყურე ნიშნით (28 ძაღლს ჰქონდა სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ დადებული საყურე ნიშანი)• 553 ძაღლს გაუკეთდა სტერილიზაცია/კასტრაცია და დაბრუნდა ბუნებრივ გარემოში• 148 ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ეტაპობრივად დაუბრუნდება გარემოს პროგრამის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ზემოთ მოცემულ მაჩვენებლებს  მუდმივ რეჟიმში განაახლებს და მიაწვდის საზოგადოებას.საქართველოს მთავრობის განკარგულებით (N 1019, 2025 წლის 26 ივნისი), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა დაიწყო.   პროგრამა   ითვალისწინებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, კასტრაცია-სტერილიზაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას, ვაქცინაციას. აღნიშნული ღონისძიებები   ხელს შეუწყობს  ცხოველების  პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას(სურსათის ეროვნული სააგენტო,  ყოველწლიურად 300 ათასზე მეტ ცხოველს ცრის ცოფის საწინააღმდეგოდ),     ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას  .   პროგრამა, პირველ ეტაპზე,   აჭარას, იმერეთისა და კახეთის რეგიონებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად.  

იხილეთ სრულად

ცხოველთა უფლებადამცველებმა და ვეტერინარებმა უპატრონო/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ცხოველთა უფლებადამცველებსა და ვეტერინარებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების  პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. სააგენტოში გამართულ სამუშაო შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ კვერნაძე ესწრებოდა, რომელმაც ხაზი გაუსვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობისა  და პროცესში მათი  ჩართულობის მნიშვნელობას. შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა. ცხოველთა უფლებადამცველებმა აღნიშნეს, რომ ინიციატივა დროული და მისასალმებელია. მხარეებმა პროგრამის განხორციელების პროცესში ცხოველების აყვანის, ვეტერინარული მანიპულაციების,  აღრიცხვიანობის, მონიტორინგისა და არეალში დაბრუნების საკითხებზე იმსჯელეს. სააგენტოს მხრიდან აღინიშნა, რომ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობა  აქტიურად გაგრძელდება და  პროგრამა მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართება. საქართველოს მთავრობის განკარგულებით (N 1019, 2025 წლის 26 ივნისი), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა დაიწყო.  პროგრამა  ითვალისწინებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, კასტრაცია-სტერილიზაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას, ვაქცინაციას. აღნიშნული ღონისძიებები  ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას, ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას.პროგრამა, პირველ ეტაპზე,  ბათუმის, ქუთაისის და  გურჯაანის მუნიციპალიტეტებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად.

იხილეთ სრულად

რეგიონებში უპატრონო/მიკედლებული ცხოველების პოპულაციის მართვისა და აღრიცხვის საპილოტე პროგრამა დაიწყო

საქართველოს მთავრობის განკარგულებით (N 1019, 2025 წლის 26 ივნისი), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უპატრონო/მიკედლებული ცხოველების (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის საპილოტე პროგრამა დაიწყო. პროგრამა ითვალისწინებს უპატრონო/მიკედლებული ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, კასტრაცია-სტერილიზაციას, დიაგნოსტიკურ ტესტირებას, ვაქცინაციას. აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს ცხოველების პოპულაციის მართვას, მათ ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას, ცოფის და სხვა დაავადებების პრევენციას, ამავდროულად, ადამიანების ჯანმრთელობის დაცვას და უსაფრთხოებას.პროგრამა, პირველ ეტაპზე, ბათუმის, ქუთაისის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებს მოიცავს და ადგილობრივი თვითმმართველობების ჩართულობით ხორციელდება.პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია 9000 უპატრონო/მიკედლებული ცხოველის ქუჩებიდან აყვანა და ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ განსაზღვრულ თავშესაფარში გადაყვანა შესაბამისი მანიპულაციების ჩასატარებლად.  პროგრამის განხორციელების მიზნით, სააგენტომ შეიძინა 20 ავტომანქანა,  რომლებიც   აღჭურვილია სავენტილაციო  სისტემით, გალიებით, შესაბამისი პრეპარატებით და ინვენტარით.  პროგრამის განხორციელებისთვის დამატებით აყვანილია  40 თანამშრომელი, რომლებიც 20 ეკიპაჟად იმუშავებენ. ამასთან, მუნიციპალიტეტებს გადაეცემა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინები, ტესტები, ინსინირატორები სახიფათო ნარჩენებისთვის და სხვა.

იხილეთ სრულად

სიახლეები