კანონის პროექტი
სურსათის ეროვნულ სააგენტოში დასრულდა კოდექსის ”სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის შესახებ” პროექტზე მუშაობა. კანონპროექტის დასრულებული ვერსია იხილეთ აქ.
*შენიშვნა: 1.ტექსტში გაწითლებული ველები ჩამატებულია
სააგენტოს სიახლე
16 მაისი, 2013
სააგენტომ დიდი რაოდენობით ვადაგასული კვერცხი ამოიღოვადაგასული სასურსათო კვერცხის მორიგი პარტია აღმოაჩინეს თბილისში, ჭიჭინაძის ქუჩაზე მდებარე სარეალიზაციო ობიექტში სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა. 900 ცალ სუფრის კვერცხს დამზადების თარიღად მითითებული ჰქონდა 11.03.2013, რომლის რეალიზაციის ვადა ამოიწურა 11.04.2013წ.
სურსათი
24 მაისი, 2013
ზესტაფონის აგრარულ ბაზარს საწარმოო პროცესი შეუჩერდასურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს მონიტორინგს აგრარულ ბაზრებში. ამჯერად გეგმური ინსპექტირება ჩატარდა ზესტაფონის აგრარულ ბაზარში - შპს ,,ეკომეტალში", რომელსაც 15-მდე კრიტიკული შეუსაბამობის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა და 1000 ლარით დაჯარიმდა.
ვეტერინარია
16 მაისი, 2013
სააგენტო ჯილეხის საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ვაქცინაციას ატარებსსურსათის ეროვნული სააგენტო ადამიანისა და ცხოველის საერთო, განსაკუთრებით საშიშ დაავადება ჯილეხზე პროფილაქტიკურ ღონისძიებას ახორციელებს. ღონისძიება 23 აპრილს სახელმწიფო პროგრამის „ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის” ფარგლებში მიმდინარეობს. იგი მოსახლეობისთვის უფასოა. ვაქცინაცია უსაფრთხოა ცხოველის ჯანმთელობისთვის.
მცენარეთა დაცვა
17 მაისი, 2013
სააგენტომ აღმოსავლეთ საქართველოში კალიების წინააღმდეგ წამლობა დაიწყოსურსათის ეროვნულმა სააგენტომ კახეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონებში საშიში მავნებლის იტალიური და მაროკოული კალიის წინააღმდეგ ქიმიური წამლობა დაიწყო. ამ ეტაპისთვის უკვე დამუშავებულია 40 ჰა ფართობი.
ხშირად დასმული კითხვები
-
რა ღონისძიებებს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო მცენარეთა დაცვის კუთხით?
პასუხი:სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში - "მცენარეთა დაცვა და ფიტოსანიტარული კეთილსაიმედოობა" - ფინანსდება განსაკუთრებით საშიში და საკარანტინო მავნე ორგანიზმების წინააღმდებ ბრძოლა. მავნებლების წინააღმდეგ ხორციელდება ბიოლოგიური და ქიმიური წამლობა.









ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის