სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

რა უნდა ვიცოდეთ შინაური ცხოველის საზღვარზე გადაყვანის დროს

ტურისტული სეზონის აქტიურ პერიოდში, შავიზღვისპირეთში იმატა „ოთხფეხა ტურისტების“ (ძაღლები, კატები)  რაოდენობამ. ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფისს ყოველდღიურად უამრავი ოთხფეხა ვიზიტორი სტუმრობს. მათ ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობას და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას სააგენტო უზრუნველყოფს. გაიცემა საექსპორტო ვეტერინარული სერტიფიკატი და, საჭიროების შემთხვევაში, ტარდება ვაქცინაცია, რაც შინაური ცხოველების უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელი პირობაა.  ძაღლებისა და კატების მეპატრონეები ვალდებულნი არიან, ოთხფეხა მეგობრების საქართველოში შემოყვანის დროს იქონიონ ვეტერინარული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ ცხოველი ჯანმრთელია და ჩატარებული აქვს ყველა საჭირო ვეტერინარული მანიპულაცია, ხოლო საქართველოდან გაყვანისას, სურსათის ეროვნული სააგენტო გასცემს საექსპორტო ვეტერინარულ სერტიფიკატს, რომლის ასაღებად აუცილებელია სააგენტოში ცხოველის მიყვანა.   რა უნდა ვიცოდეთ შინაური ცხოველის საზღვარზე გადაყვანისთვის https://www.facebook.com/share/p/1DQtcHDYcC/?mibextid=wwXIfrდამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდს: https://nfa.gov.ge/Ge/ServiceAndServices

იხილეთ სრულად

ზემო აჭარაში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი ზემო აჭარაში მასშტაბურ ღონისძიებებს ატარებს. თერმული ნისლით ტერიტორიების დამუშავების პირველი ეტაპი სრულდება. სააგენტოს სპეციალისტებმა ხულოს მუნიციპალიტეტში - ვაშლოვანის, სხალთას, დეკანიშვილების, დიდაჭარის და დაბა ხულოს ადმინისტრაციულ ერთეულებში 900 ჰა ტერიტორია დაამუშავეს. მობილიზებული იყო 15  ერთეული სპეციალური ტექნიკა.  წამლობითი ღონისძიებები გეგმის მიხედვით და უსაფრთხოების წესების დაცვით, ღამის საათებში, მეფუტკრე-ფერმერებთან კოორდინაციით ტარდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აჭარაში  ასევე ინტენსიურად ახორციელებენ  წერტილოვან წამლობებს ცივი შესხურებით. აზიური ფაროსანას პოპულაციის შესამცირებლად და ეკონომიკური ზარალის თავიდან ასაცილებლად, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის აქტიური ჩართულობა. ხულოს მუნიციპალიტეტში თერმული ნისლით ტერიტორიების დამუშავებას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის უფროსის მოადგილე დავით ქავთარაძე და ხულო მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

იხილეთ სრულად

ზემო აჭარაში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის სპეციალისტები, მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, ღონისძიებებს ზემო აჭარაში ახორციელებენ. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეში, სპეციალიზებული ტექნიკით და თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით, 420 ჰექტარი ფართობი სოფლის ტერიტორია დამუშავდა.ღონისძიებები ადგილობრივ თვითმმართველობასთან კოორდინაციით ტარდება. შეწამვლის შესახებ წინასწარ ხდება მოსახლეობის ინფორმირება. ფუტკრის დაცვის მიზნით, ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია ეგზავნება მეფუტკრე ფერმერებს და სამუშაოები ღამის საათებში ტარდება.ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს.

იხილეთ სრულად

კახეთში კოღოს საწინაამდეგოდ 4 ათასი ჰექტარი ფართობი დამუშავდა

საქართველოს მთავრობის განკარგულების (N1016) საფუძველზე, კახეთის რეგიონში ტრანსმისიური დაავადებების გადამტან მწერებთან (კოღო) ბრძოლის ღონისძიებები მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტო იმ ტერიტორიებს,  სადაც უხვი ნალექის გამო კოღოს რაოდენობის მკვეთრი ზრდა აღინიშნება, სპეციალიზებული ტექნიკის  გამოყენებით და თერმული ნისლის ტექნოლოგიით ამუშავებს.  ღონისძიებები გურჯაანის, სიღნაღის, ლაგოდეხის, თელავის, ყვარლის, საგარეჯოსა და დედოფლისწყაროს  მუნიციპალიტეტებში, ადგილობრივ თვითმმართველობებთან კოორდინაციით მიმდინარეობს. ამ ეტაპზე,  4 ათას ჰექტარზე  მეტი ფართობი უკვე დამუშავებულია. შეწამვლის სამუშაოები დაგეგმილია 16 ათასამდე ჰექტარზე.

იხილეთ სრულად