სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

საკურორტო ზონებში საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლი აქტიურად მიმდინარეობს

საკურორტო ზონებში საზოგადოებრივი კვების ობიექტების კონტროლი აქტიურად მიმდინარეობს

/ გამოვლენილი დარღვევები

სურსათის ეროვნული სააგენტო ზღვისპირა საკურორტო ზონებში საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებს. როტაციის პრინციპით, თბილისის საქალაქო სამსახურის, გურიისა და აჭარის რეგიონული სამმართველოების ინსპექტირების ჯგუფების მიერ  ერთ თვეში  შემოწმდა 151 ობიექტი. აქედან კრიტიკული შეუსაბამობების 12 ფაქტი გამოვლინდა, რაზეც სააგენტომ განახორციელა კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები, ბიზნესოპერატორებს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და მიეცათ შესაბამისი რეკომენდაციები.

შემოწმებისას ყურადღება ექცევა ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, ტემპერატურულ რეჟიმს, სურსათის შენახვის პირობებსა და ვადებს, მიკვლევადობას.

ობიექტების კონტროლი როტაციის პრინციპით მეორე წელია მიმდინარეობს. გასულ წლებთან შედარებით დარღვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რაც სააგენტოს მიერ გააქტიურებული კონტროლისა და ბიზნესოპერატორთა ინფორმირებულობის გაზრდის შედეგია.