საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

რესტორან „მანგალს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა

რესტორან „მანგალს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა

/ გამოვლენილი დარღვევები

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონულმა სამმართველომ მარნეულში, რუსთაველის N61-ში მდებარე რესტორან "მანგალს" კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა. სააგენტოს ინსპექტორებმა ობიექტი შემოსული შეტყობინების საფუძველზე შეამოწმეს, რომლის მიხედვითაც 10 მოზარდის ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა. სააგენტომ ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერად განახორციელა რეაგირება. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის ნიმუშები.