სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1400 კილოგრამი საკვებად უვარგისი ხორცი და ხორცპროდუქტები გაანადგურა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1400 კილოგრამი საკვებად უვარგისი ხორცი და ხორცპროდუქტები გაანადგურა

/ გამოვლენილი დარღვევები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შპს „ქოჩ ჰოლდინგს“ სავაჭრო დასახელებით „ჩვენი ყასაბი“ (მისამართი: თბილისი, წინამძღვრიშვილის ქ. N198, ს/კ 406221501) კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა. 
 სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა, ობიექტის შემოწმებისას, გამოავლინეს 1400 კილოგრამი ვადაგასული ხორცი, ხორცპროდუქტები (ფარში, სუბპროდუქტები) და ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე (სასაკლაოს გვერდის ავლით).  აღნიშნული სურსათი სააგენტოს ზედამხედველობით დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდა. 
 ობიექტზე ასევე დაფიქსირდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა. ბიზნესოპერატორი 5000 ლარით დაჯარიმდა. 
 ობიექტი საწარმოო პროცესის განახლებას გამოვლენილი  კრიტიკული შეუსაბამობების გამოსწორების შემდეგ შეძლებს.