საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

ბიოუსაფრთხოების პუნქტები

საქართველოს სამ რეგიონში ფუნქციონირებს ცხოველთა გადასარეკი ტრასის 7 ბიოუსაფრთხოების პუნქტი:

ქვემო ქართლში - რუსთავის (სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია), მარნეულისა (სოფ. ჯანდარა) და ბოლნისის (სოფ. ძეძნარიანი) მუნიციპალიტეტებში;

კახეთში - ყვარელის (სოფ. შაქრიაანი), დედოფლისწყაროსა და სიღნაღის (სოფ. მაღარო) მუნიციპალიტეტებში;

მცხეთა-მთიანეთში -  დუშეთი (სოფ. ქუბრიაანთკარი).

პუნქტები განკუთვნილია როგორც წვრილფეხა, ისე მსხვილფეხა პირუტყვისათვის და უსასყიდლოდ ემსახურება ცხოველთა მეპატრონეებს. სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიაზე განთავსებულია პირუტყვის სადეზინფექციო-გასაბანი აუზები, საშხაპეები, წყლის რეზერვუარები, საწყობი, ვეტპუნქტი და საკარანტინო ზონა. თითოეულ პუნქტში დღეში საშუალოდ 8000 სული პირუტყვის დამუშავებაა შესაძლებელი რაც ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებებით ხორციელდება. ცხოველთა დეზინფიცირების პროცესს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ზედამხედველობენ.