სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

მენიუ

შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული ვეტერინარი მცხეთაში

თანამდებობის დასახელება: შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული ვეტერინარი
დამსაქმებელი: სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო
განცხადების წარდგენის ბოლო ვადა:  06.03.2021
თანამდებობრივი სარგო:ერთი თვის განმავლობაში გაწეული ვეტერინარული მომსახურების საფასურის 40 %, მაგრამ არანაკლებ 350 (სამას ორმოცდაათი) და არაუმეტეს 900 (ცხრაასი) ლარისა.
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: მცხეთა

სამუშაოს აღწერა:
1. ცხოველის დაკვლის პროცესზე (დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომ შემოწმებაზე) ზედამხედველობა;
2. ცხოველების დაკვლის წინა და ხორცის, სუბპროდუქტების დაკვლის შემდგომი ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის სწორად ჩატარებაზე ზედამხედველობა;
3. პირობით ვარგისი პროდუქტების გაუვნებლობასა და სასაკლაოს ანარჩენების განადგურებაზე ზედამხედველობა;
4. ვეტერინარული საქმის ორგანიზებისა და ვეტერინარული დოკუმენტაციის წარმოებაზე ზედამხედველობა;
5. ხორცისა და სუბპროდუქტების თანმხლები ვეტერინარული დოკუმენტების გაცემა.

მოთხოვნები:
უმაღლესი განათლება, კვალიფიკაცია - ვეტერინარი ექიმი


სამართლებრივი აქტების ცოდნა:
1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი;
2. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის #533 დადგენილება სურსათის ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე;
3. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის #173 დადგენილება ტექნიკური რეგლამენტების − „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და „სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესის“ დამტკიცების თაობაზე;
4. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის #90 დადგენილება  „ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესის შესახებ“;
5. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №55 დადგენილება „ცხოველური წარმოშობის სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესის დამტკიცების შესახებ;
6. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N444 დადგენილება ტექნიკური რეგლამენტის - „საკლავი ცხოველების ვეტერინარული შემოწმებისა და ხორცისა და ხორცის პროდუქტების ვეტერინარულ-სანიტარიული ექსპერტიზის წესების“ დამტკიცების შესახებ;
7. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 მარტის  დადგენილება N118-ტექნიკური რეგლამენტის-საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების წესის დამტკიცების შესახებ.


საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მისამართი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზ. №6
საკონტაქტო ტელეფონები: 598984774;  577080790
საკონტაქტო პირი: თინათინ ელგანდაშვილი

დამატებითი ინფორმაცია:
1.კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ 5-დღიანი ვადა კონკურსის გამოცხადების დღიდან;
2.კანდიდატმა  განცხადებასთან ერთად  აუცილებლად უნდა ატვირთოს CV, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი,   უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი და გამოგზავნოს მისამართზე: tinatin.elgandashvili@nfa.gov.ge
3.  კანდიდატი, რომელსაც არ ექნება ატვირთული  CV, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და  უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი, ტესტირების ეტაპზე არ დაიშვება.

კონკურსს ჩაატარებს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს საკონკურსო-საატესტაციო კომისია (მარშალ გელოვანის გამზ. №6).

კონკურსის ეტაპები:
განცხადების გადარჩევა
ტესტირება
გასაუბრება


სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით  დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს