სურსათის განადგურება

სურსათი  ექვემდებარება განადგუ­რე­ბას იმ შემთხვევაში,  თუ იგი გაფუჭებულია, ვადაგასულია, ან წარმოადგენს დაავა­დების აღმოცენების ან გარემოს დაბინძუ­რების წყაროს.

სურსათის განადგურების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი. ქ. თბილისის სამმართველოსა და რეგიონალური სამმართველოების უფროსები. განადგურების ხარჯებს ანაზღაურებს მწარმოებ­ლი ან დი­სტ­რიბუტორი. სურსათის განადგურება ხდება სააგენტოს უფლებამოსი­ლი მოხელის თანდასწრებით. განადგურების შემდეგ დგება შესაბამისი აქტი ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა უფლებამოსილ მოხელეს, ხოლო მეორე - მწარმოებ­ლის მიერ ინახება ორი წლის განმავლობაში.

შესაბამისი აკრედიტებული ორგანოს ნებართვის საფუძველზე შესაძლებელია ასევე სურსათის უტილიზაცია საკვების  ტექნიკური გადამუშავების მიზნით. უტილიზაციის გადაწყვეტილებას აკრედიტებული ორგანოს მიერ ჩატარებული ექსპერტი­ზის საფუძველზე იღებს სააგენტო. უტილიზაცია ნებაყოფლობითია და მის ხარჯებს ანა­ზღაურებს­ მწარმოებელი.

სურსათის მწარმოებელი ვალდებულია, გასანადგურებელი ან უტილიზაციისათვის განკუთვნილი სურსათი შეინახოს იზოლირებულად.

სურსათის/ცხოველის საკვების განადგურების აქტის ნიმუში

 

 

 

 

BANEREBI

 

 


 

 

 

 

 

ცხელი ხაზი: 291-91-67 (120)

ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის GEPLAC-ის მხარდაჭერით
© 2011 სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო დამზადებულია ITDC-ს მიერ