ინფორმაცია პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ
პესტიციდების, აგროქიმიკატების სარეგისტრაციო გამოცდების, ექსპერტიზისა და რეგისტრაციის დებულება
სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო ატარებს პესტიციდების რეგისტრაციას შემდეგი პინციპებით:
1. აღიარების რეჟიმში, სარეგისტრაციო ორგანოს მიერ დოსიეს შემოწმების საფუძველზე - თუ წარდგენილია დამადასტურებელი დოკუმენტაცია ევროკავშირის ქვეყნებში (საქართველოს მსგავსი ევროპის სამხრეთ-აღმოსავლურ კლიმატურ ზონაში - ბულგარეთი, უნგრეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია) პესტიციდის რეგისტრაციის შესახებ იგივე კულტურებზე და მავნე ორგნიზმების წინააღმდეგ, რომელსაც ითხოვს განაცხადში რეგისტრანტი;
2. სარეგისტრაციო ორგანოს მიერ დოსიეს შემოწმების და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მიერ ჩატარებული დოკუმენტალური ექსპერტიზის საფუძველზე - თუ წარდგენილია დამადასტურებელი დოკუმენტაცია ევროკავშირის ქვეყნებში და OECD-ის სახელმწიფოებში პესტიციდის რეგისტრაციის შესახებ;
3. სარეგისტრაციო ორგანოს მიერ დოსიეს შემოწმების და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების მიერ ჩატარებული დოკუმენტალური ექსპერტიზისა და სარეგისტრაციო მინდვრის გამოცდების საფუძველზე - თუ წარდგენილია დოკუმენტაცია იმ ქვეყნებიდან, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ევროკავშირის ქვეყნებსა და OECD-ის სახელწიფოებს.
პესტიციდის რეგისტრაციაზე განცხადებაში რეგისტრანტმა უნდა მიუთითოს რეგისტრაციის სასურველი ვადა და წარადგინოს შესაბამისი მომსახურების საფასურის ქვითარი.
განაცხადის განხილვა ტარდება:
- 300 ლარის საფასურის გადახდისას -2 თვეში;
- 800 ლარის საფასურის გადახდისას -1 თვეში;
- 1100 ლარის საფასურის გადახდისას-2 კვირაში
სურსათის ეროვნულ სააგენტოში ექსპერტიზის დასკვნებისა და გამოცდის ანგარიშის შემოსვლიდან პესტიციდი გატარდება რეგისტრაციაში და გაიცემა სარეგისტრაციო მოწმობა:
- ერთ თვეში- 300 ლარის საფასურის ოდენობით გადახდის შემთხვევაში;
- 2 კვირაში-800 ლარის საფასურის ოდენობით გადახდის შემთხვევაში;
- 1 კვირაში-1100 ლარის საფასურის ოდენობით გადახდის შემთხვევაში.
პესტიციდების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია
აგროქიმიკატი რეგისტრირდება:
1. სარეგისტრაციო ორგანოს მიერ განაცხადის შემოწმების საფუძველზე :
- აგროქიმიკატი, რომელიც დაშვებულია თავისუფალ მიმოქცევაში ევროკავშირის ქვეყნებში;
- აგროქიმიკატი, რომელიც რეგისტრირებულია ევროკავშირის (EEU) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ სახელმწიფოებში;
- აგროქიმიკატის ხელახალი რეგისტრაცია.
2. სარეგისტრაციო ორგანოს მიერ განაცხადის შემოწმების, ექსპერტიზისა და სარეგისტრაციო გამოცდების საფუძველზე :
- აგროქიმიკატი, რომელიც რეგისტრირებულია ქვეყნებში, რომლებიც არ განეკუთვნება ევროკავშირის (EEU) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ სახელმწიფოებს.
- ადგილობრივი წარმოების აგროქიმიკატი;
აგროქიმიკატების რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია
სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო ატარებს აგროქიმიკატების რეგისტრაციას შემდეგი პინციპებით:
სარეგისტრაციო განაცხადის განხილვა ტარდება:
- 150 ლარის საფასურის გადახდისას - 2 თვეში
- 500 ლარის საფასურის გადახდისას - 1 თვეში
- 700 ლარის საფასურის შემთხვევაში - 2 კვირა
სარეგისტრაციო განაცხადის განხილვა აგროქიმიკატის, რომელსაც ტარაზე გააჩნია მარკირება "Eჩ სასუქები"
- 2 თვე - 150 ლარის გადახდის შემთხევევაში
- I თვე - 450 ლარის გადახდის შემთხვევაში
- 2 კვირა - 650 ლარის გადახდის შემთხვევაში
- 2 დღე - 1200 ლარის გადახდის შემთხვევაში
ექსპერტიზის და აგროქიმიკატის სარეგისტრაციო გამოცდების შედეგების ანალიზი და რეგისტრაციაში გატარება:
- 1 თვე- 300 ლარის გადახდის შემთხვევაში
- 2 კვირა - 600 ლარის გადახდის შემთხვევაში
- 1 კვირა - 1200 ლარის გადახდის შემთხვევაში
რეგისტრირებული პესტიციდის და აგროქიმიკატის დამადასტურებელ დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანა:
- 20 სამუშაო დღე - 25 ლარის საფასურის გადახდის შემთხვევაში
- 10 სამუშაო დღე - 50 ლარის საფასურის გადახდის შემთხვევაში
- 5 სამუშაო დღე - 100 ლარის საფასურის გადახდის შემთხვევაში
პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაციის მომსახურების საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს სურსათის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე:
მიმღები ბანკი: სს ”საქართველოს ბანკი” (ცენტრალური ფილიალი)
ბანკის კოდი/SWIFT code: BAGAGE22
მიმღების დასახელება: სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE97BG0000000292123100GEL
GE97BG0000000292123100USD
GE97BG0000000292123100 EUR
საქართველოში 2008-2013 წელს რეგისტრირებული პესტიციდების ჩამონათვალი NEW
საქართველოში 2008-2013 წელს რეგისტრირებული აგროქიმიკატების ჩამონათვალი NEW








ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის