ფოტოგალერეა
აგრარული ბაზრის მონიტორინგი ზესტაფონში
სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს მონიტორინგს აგრარულ ბაზრებში. ამჯერად გეგმური ინსპექტირება ჩატარდა ზესტაფონის აგრარულ ბაზარში - შპს ,,ეკომეტალში“, რომელსაც 15-მდე კრიტიკული შეუსაბამობის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა და 1000 ლარით დაჯარიმდა. '
სააგენტომ დიდი რაოდენობით ვადაგასული კვერცხი ამოიღო
ვადაგასული სასურსათო კვერცხის მორიგი პარტია აღმოაჩინეს თბილისში. კვერცხს დამზადების თარიღად მითითებული ჰქონდა 11.03.2013, რომლის რეალიზაციის ვადა ამოიწურა 11.04.2013წ. '
ვადაგასული სურსათის ამოღება ლილოს დასახლების ერთ-ერთი მაღაზიიდან
სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს სამომხმარებლო ბაზრის მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ამჯერად, თბილისის საქალაქო სამმართველოს სპეციალისტებმა დიდი რაოდენობით სხვადასხვა დასახელების სარეალიზაციოდ გამზადებული ვადაგასული სურსათი ამოიღეს ლილოს ტერიტორიაზე მდებარე სუპერმარკეტებში. '
ვადაგასული პროდუქციის ამოღება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სხვადასხვა დასახელების დიდი რაოდენობით ვადაგასული სურსათის ამოიღო სარეალიზაციო ობიექტებიდან. საქართველოს კანონმდებლობით, ვადაგასული სურსათი განადგურებას ექვემდებარება. '
ცხენის ხორცის დიდი პარტია კასპში
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შსს-ს კასპის რაიონული სამმართველოდან მიიღო ოპერატიული შეტყობინება ცხენის ხორცის დიდი პარტიის აღმოჩენის შესახებ. სავარაუდოდ, ცხენები არის მოპარული. გამოძიება მიმდინარეობს მათი წარმომავლობის შესახებ. '
"კარტოფილის კიბოთი" დასნებოვნებული კარტოფილის განადგურება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 25 ტონა მცენარეთა განსაკუთრებით საშიში საკარანტინო მავნებლით "კარტოფილის კიბოთი" დასნებოვნებული კარტოფილი გაანადგურა '
თეთრი პეპლის წინააღმდეგ ავიაწამლობა - 2012 წ
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშიში საკარანტინო მავნებლის - თეთრი პეპლის II თაობის წინააღმდეგ ავიაწამლობა დაიწყო '
თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2012
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის უფასო ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განსაკუთრებით საშიში დაავადების - თურქულის პროფილაქტიკური ვაქცინაცია დაიწყო. იმუნიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით 922 330 სულ მსხვილფეხა პირუტყვს ჩაუტარდება. ვაქცინაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო წეროვანში სააგენტოს უფროსი დავით კობერიძე დაესწრო. '
მოძველებული პესტიციდების ინვენტარიზაცია საჩხერეში
სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული ორი ამორტიზირებული პესტიციდების საწყობი მეურნეობის სრული ინვენტარიზაცია ჩაატარეს. აღსანიშნავია, რომ ვადაგასული, გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელებისთვის საშიში პესტიციდები განთავსებული იყო ამორტიზებულ, ძველ სასაწყობე შენობებში დასახლებული ტერიტორიის სიახლოვეს, სადაც არ იყო შეზღუდული უცხო პირთა და საქონლის მოხვედრა.
'
დასავლეთ საქართველოში მოსახლეობისათვის დასარიგებელი პრეპარატის გადაცემა
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი დავით კობერიძე აჭარის რეგიონში საშიში საკარანტინო მავნებლის - თეთრი პეპლის წინააღმდეგ კომპლექსური ღონისძიებების გატარების მიზნით მოსახლეობისთვის პრეპარატების გადაცემას დაესწრო. აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ქალბატონ დონარ სურმანიძესთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტში მან თავად გადასცა ფერმერებს პესტიციდები და მოხმარების წესებიც გააცნო. '
კალიის წამლობა ავიაციით 2012
სურსათის ეროვნული სააგენტო კახეთში საშიში მავნებლის-იტალიური კალიის წინააღმდეგ ავიაციით წამლობას ანხორციელებს. ღონისძიებებს სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია და სააგენტოს უფროსი დავით კობერიძე დაესწრნენ და შირაქის ველზე წამლობით სამუშაოებში თავადაც მიიღეს მონაწილეობა. '
მაროკოული კალიის წინააღმდეგ ბრძოლა ახმეტაში
სურსათის ეროვნული სააგენტო ახმეტაში საშიში მავნებლის- მაროკოული კალიის წინააღმდეგ წამლობას ახორციელებს. მაროკოული კალია საშიში მავნებელია და მისთვის დამახასიათებელია ჯოგური ფორმა. აღსანიშნავია, რომ კალიის ეს სახეობა ახმეტის ტერიტორიაზე პირველად აღინიშნა. იგი დედოფლიუსწყაროს საზღვრისპირა და უდაბნოს ტერიტორიებზეა გავრცელებული. '
ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული კონფერენცია
3-4 აპრილს ბათუმის ”შერატონში ”ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული კონფერენცია” გაიმართა '
ქართული ცხვრის ექსპორტი ისრაელში
პირველად, ქართულ რეალობაში, ქართული ცხვარი ისრაელში გადის. სააგენტოს ხელმძღვანელობის ხელშეწყობით, ექსპორტს პერმანენტული ხასიათი ექნება. '
სიმინდის წამლობა 2011 წელს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში სიმინდის ნათესებში პოლიფაგი მავნებლის - ფარვანასა და ხვატარის წინააღმდეგ ქიმიური წამლობა ჩაატარა. პოლიფაგი მავნებლები - ხვატარი და ფარვანა მასობრივი გავრცელების უნარით გამოირჩევიან.
'
ინსპექტირება რძის პროდუქტების გადამამუშავებელ საწარმოში
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ყველის მწარმოებელ საწარმოში. ინპექტირებას სააგენტოს უფროსი დავით კობერიძე და მოადგილე ზურაბ ბეჟანიშვილი დაესწრნენ. '
თურქულის ვაქცინაცია სამცხე-ჯავახეთში
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამცხე-ჯავახეთში ზაფხულის საძოვრებზე დაავადება თურქულზე წვრილფეხა პირუტყვის აცრა ჩაატარა. იმუნიზაციის პროცესს გუჯარეთის ხეობაში სააგენტოს უფროსი დავით კობერიძე და მოადგილე ზურაბ ბეჟანიშვილი დაესწრნენ.
'
თეთრი პეპლის წამლობა 2011 წელს
სააგენტომ პოლიფაგი მავნებლის - თეთრი პეპლის I-II თაობის წინააღმდეგ ქიმიური წამლობა ჩაატარა. ღონისძიებები მიმდინარეობდა სამეგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონებში ულტრატანამედროვე სპეც-ტექნიკის გამოყენებით. '
კალიის წინააღმდეგ წამლობა 2011 წელს
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აღმოსავლეთ საქართველოში კალიების წინააღმდეგ ბრძოლა ჩაატარა. ღონისძიებები საშიში მიგრაციული მავნებლის - იტალიური კალიისა და კუტკალიების მაღალი გავრცელების კერებში ჩატარდა. წამლობის პროცესს სააგენტოს უფროსი დავით კობერიძე დაესწრო. '
ინსპექტირება სურსათის მწარმოებელ საწარმოებში
სურსათის ეროვნული სააგენტო 2011 წლის 8 თებერვლიდან სურსათის მწარმოებელი საწარმოების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს.
სახელმწიფო კონტროლი გულისხმობს წარმოების პროცესის სრული ჯაჭვის მონიტორინგს, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა თუ მზა პროდუქციის ორგანოლეპტიკურ შემოწმებას. '
სემინარები სურსათის ეროვნულ სააგენტოში
სურსათის ეროვნულ სააგენტოში სხვადასხვა აქტულაურ საკითხებზე სამუშაო თუ სასწავლო სემინარები იმართება. '
საქველმოქმედო აქცია ბავშვთა სახლებში
2010 წლის 16 ოქტომბერს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულმა სამსახურმა სურსათის მსოფლიო დღე აღნიშნა. სამსახურის ინიციატივით, მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლებს ქართული კომპანიების მიერ წარმოებული სურსათი გადაეცათ. ღონისძიების დევიზი იყო - “ჯანსაღი სურსათი ბავშვებს”. '
სააგენტოს უფროსის დანიშვნა
2010 წლის 25 ივნისს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ბაკურ კვეზერელმა სურსათის უვნებლობის,ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ახალი უფროსი დავით კობერიძე წარადგინა. '
იტალიური კალიის წინააღმდეგ ბრძოლა 2010 წელს
იტალიური კალია საშიში საკარანტინო მავნებელია. იგი გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში. სურსათის ეროვნული სააგენტო ყოველწლიურად ახორციელებს მავნებლის წინაარმდეგ ქიმიურ წამლობას. '
სტაჟირება ეროვნულ სამსახურში
სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნულ სამსახურში ვეტერინარებმა, მცენარეთა დამცველებმა და სურსათის სპეციალისტებმა სტაჟირება გაიარეს. სტაჟიორები კონკურსის წესით შეირჩნენ. '
თეთრი პეპლის წამლობა 2010 წელს
თეთრი პეპელა საშიში საკარანტინო მავნებელია, რომელიც აზიანებს 300-მდე დასახელების მცენარეს. იგი გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში - სამეგრელოში, იმერეთში, გურიასა და აჭარაში. მავნებლის წინაარმდეგ წამლობა ხორციელდება ”ტიფასა” და ”სკაუტის” ტიფის შემასხურებელი სამანქანო აგრეგატებით. '
ვაქცინაცია
ეროვნულმა სამსახურმა ცხოველების განსაკუთრებით საშიში დაავადების - ცოფის საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-სამკურნალო და სალიკვიდაციო ღონისძიებები ჩაატარა. '
16 ოქტომბერს სურსათის მსოფლიო დღე აღინიშნა
სურსათის ეროვნულ სააგენტოში სურსათის მსოფლიო დღე აღინიშნა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და ევროკავშირის მხარდაჭერით თემაზე - ”აგრალური კოოპერატივები - მსოფლიოში შიმშილის დაძლევის გზა” სემინარი გაიმართა. სემინარის პარალელურად ადგილობრივი კოოპერატივების წარმოებული პროდუქციის გამოფენა-დეგუსტაცია და სურსათის თემაზე შექმნილი ბავშვთა ნახატების გამოფენა გაიმართა. '












.jpg&width=150&height=110&bg=fff)






.jpg&width=150&height=110&bg=fff)

.jpg&width=150&height=110&bg=fff)






ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის