კახეთში ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს

15 თებერვალი, 2012

სურსათის ეროვნული სააგენტო კახეთის რეგიონში ცოფის საწინააღმდეგო იძულებით ვაქცინაციას ახორციელებს. ლაგოდეხის  სოფელ ჩადუნიანსა და  გურჯაანის სოფელ გურჯაანში დაფიქსირებული ცოფის შემთხვევების გამო  გურჯაანისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აიცრება 750 სული მსხვილფეხა პირუტყვი, ასევე ძაღლი და კატა. ვაქცინაცია სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის "ეპიზოოტიის საწინააღმდეგო ღონისძიების" ფარგლებში ხორციელდება.

ცოფი საშიში მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ცენტრალური ნერვული სისტემის მძიმე დაზიანებით. დაავადებისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა ცხოველების დროული ვაქცინაცია. სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, პროფილაქტიკის მიზნით გეგმიურად მოახდინოს საკუთარი შინაური ცხოველების ვაქცინაცია.

რა უნდა ვიცოდეთ ცოფის შესახებ

 

მიმაგრებული დოკუმენტები :
პრესრელიზი_15.02.12.pdf

BANEREBI

 

 


 

 

 

 

 

ცხელი ხაზი: 291-91-67 (120)

ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის GEPLAC-ის მხარდაჭერით
© 2011 სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო დამზადებულია ITDC-ს მიერ