23 აგვისტოს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსი ლევან ორკოშნელი გალში აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის მთავარ ვეტერინარ ერიკ არშბას შეხვდა

24 აგვისტო, 2007

23 აგვისტოს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის უფროსი ლევან ორკოშნელი გალში აფხაზეთის დეფაქტო რესპუბლიკის მთავარ ვეტერინარ ერიკ არშბას შეხვდა. შეხვედრა გაიმართა აფხაზური მხარის მოთხოვნით.
როგორც ცნობილია ღორის აფრიკული ცხელება აფხაზეთის ტერიტორიაზეც გავრცელდა. შექმნილი მდგომარეობის გამო ერიკ არშბამ ქართველ კოლეგებთან შეხვედრა ითხოვა.
«აფხაზური მხარის წარმომადგენლები დაინტერესებულნი არინ ღორის აფრიკულ ჭირთან ე.წ. მონტგომერის დაავადებასთან ბრძოლის ღონისძიებების ორგანიზებაში გამოცდილების გაზიარებით» -განაცხადა ლევან ორკოშნელმა. მისი თქმით, ამ დაავადების ლიკვიდაციისათვის, რომელიც ჩვენ ქვეყანაში რამოდენიმე თვის წინ გამოჩნდა, საქართველოს მთავრობის მიერ სწორად იქნა დაგეგმილი და შესრულებული ღონისძიებები, რის შედეგადაც მოხერხდა მისი გავრცელების კერების ლოკალიზება, ხოლო რიგ რაიონებში კარანტინიც მოიხსნა. 

BANEREBI

 

 


 

 

 

 

 

ცხელი ხაზი: 291-91-67 (120)

ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის GEPLAC-ის მხარდაჭერით
© 2011 სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო დამზადებულია ITDC-ს მიერ