ჩამოსასხმელი, ქარხნული და გლეხური წარმოების ალკოჰოლური სასმელების ნიმუშების აღება
სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახური "სასურსათო პროდუქტების ლაბორატორიული კვლევის" პროგრამის ფარგლებში ჩამოსასხმელი, ქარხნული და გლეხური წარმოების ალკოჰოლური სასმელების ნიმუშების აღებას აგრძელებს. ეროვნული სამსახურის სპეციალისტებმა 29 აგვისტოს თბილისის 3 სხვადასხვა სარეალიზაციო ქსელში შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარ სამმართველოსთან ერთად 16 დასახელების ალკოჰოლური, მათ შორის სპირტიანი (არაყი, სპირტი, კონიაკი) სასმელების ნიმუში აიღო. შესყიდული ნიმუშები ლაბორატორიული კვლევის მიზნით გადაეცა აკრედიტებულ და დასახელებულ საგამოცდო ლაბორატორიას. მიღებული შედეგების საფუძველზე ეროვნული სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნები გადაეცემა შემოსავლების სამსახურს.
"სასურსათო პროდუქტების ლაბორატორიული კვლევის" პროგრამით, მთელი ქვეყნის მასშტაბით წლის ბოლომდე 1400-მდე დასახელების ალკოჰოლური სასმელების ნიმუშის აღებაა დაგეგმილი. შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე 144 დასახელების ღვინისა და 5 დასახელების არყის ნიმუში იქნა შესყიდული, აქედან 23 - შესყიდულ იქნა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. მათ შორის, თელავში, რუსთავში, გორში, ხაშურში, მარნეულში, ქუთაისსა და ზუგდიდში. ლაბორატორიული კვლევის მიხედვით, თბილისში აღებული 46 დასახელების ნიმუშიდან 14 შემთხვევაში ღვინოები ჩაითვალა წარმოების წესების დარღვევით წარმოებულად და შესაბამისი მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცა შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს; 9 რეალიზატორს აეკრძალა ღვინის რეალიზაცია. რაიონებში აღებული 23 დასახელების ნიმუშიდან 11 შემთხვევაში ღვინოები ჩაითვალა ასევე წარმოების წესების დარღვევით წარმოებულად და გადაეცა შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტს; 2 რეალიზატორს აეკრძალა ღვინის რეალიზაცია, ხოლო, ერთ შემთხვევაში ღვინო ჩაითვალა ფალსიფიცირებულად და მავნებელად, რის გამოც ეროვნული სამსახურის მიერ გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება მავნებელი სურსათის (ღვინის) განადგურების შესახებ.
თბილისის გარდა ღვინის ნიმუშების შესყიდვა გრძელდება აჭარის რეგიონში. ღვინის ნიმუშების ლაბორატორიული ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით გატარებული ზომების თაობაზე ინფორმაცია განთავსდება სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ვებ გვერდზე : www.fvp.ge








ვებგვერდი შეიქმნა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის